ანრი ოხანაშვილი - ბატონ ოქრიაშვილს არაფერი გაუკეთებია საპარლამენტო საქმიანობაში და  არჩევნების წინ მავნებლობას მიეცა

ბატონ ოქრიაშვილს არაფერი გაუკეთებია საპარლამენტო საქმიანობაში და არჩევნების წინ მავნებლობას მიეცა, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გუშინ მარნეულში მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, ოპონენტებმა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება უნდა გაითვალისწინონ. როგორც ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი შეფასება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

„ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, როცა ეს ადამიანი (ოქრიაშვილი) ასეთ ქმედებებს სჩადის თუ აქეზებს საკუთარ მხარდამჭერებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მათ ყურად უნდა იღონ ქალბატონი დეგნანის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია ჟურნალისტებთან მიმართებაში მუქარა და აგრესიული ქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა მათ შორის, ოქრიაშვილის მხრიდან. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აკვირდებიან ამ ყველაფერს და მათ მავნებლურ ქმედებებს ექნება შესაბამისი შეფასებაც. ეს კიდევ ერთხელ წერტილს დაუსვამს ამ ადამიანის თავნებობას წინასაარჩევნოდ. ასე რომ, ყველამ უნდა დაიცვას კანონი და ყველამ ჩვენს მხარდამჭერებს უნდა მოვუწოდოთ, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და ყველაფერი უნდა ჩატარდეს მშვიდობიანად და დემოკრატიულად,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, 19 ოქტომბერს, ბოლნისი-მარნეულის გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა გუჯა ჯაფარიძემ განუცხადა, დაზიანდა ლევან მიქელაძის მანქანა და მას ნატყვიართან ერთად მანქანის შეჯახების კვალიც ეტყობა.

იხილეთ ვიდეო: ბატონ ოქრიაშვილს არაფერი გაუკეთებია საპარლამენტო საქმიანობაში და არჩევნების წინ მავნებლობას მიეცა - ანრი ოხანაშვილი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა