ანრი ოხანაშვილი გარეჯის საქმეზე- ბატონმა ნოღაიდელმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ყველა საკითხი სააკაშვილთან  თანხმდებოდა

ზურაბ ნოღაიდელმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ყველა საკითხი სააკაშვილთან თანხმდებოდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმეზე არსებულ ყველა შეკითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

„დავით გარეჯის საქმეს აქვს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი, ერთი არის გამოძიება, რომელიც უნდა წარიმართოს და რომელმაც უნდა გასცეს ყველა შეკითხვას პასუხი, უნდა დაველოდოთ რას იტყვის გამოძიება, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის შემდგომ სასამართლოს. მეორე არის პოლიტიკური პროცესი და დიპლომატიური პროცესები, რომელიც ჩვენ უნდა წარვმართოთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან დიპლომატიურად, მეგობრულად, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით",- განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არ აპირებს ხელი შეუწყოს ამ პროცესის პოლიტიზებას, როგორც ამას აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ჯგუფები.

„ჩვენ ხომ ყველა ვხვდებით, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ ასეთი აჟიტირებული დამოკიდებულებისგან ამ საკითხისადმი, მათი მხრიდან ასეთი პოლიტიზებისგან, რომ მართლაც რაღაც აქვთ დაშავებული. ჩვენ ხომ ყველა ვხვდებით ასევე იმას, რომ ორი ექსპერტის დონეზე ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდებოდა.

ჩვენ ხომ ისიც კარგად ვიცით, რომ არა პოლიტიკური ნება 307-ე მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის, არ იქნებოდა ამოღებული, რომ არა პოლიტიკური ნება და რომ არა ამ საკითხების ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირთან შეთანხმება, ამ შემთხვევაში სააკაშვილთან, რაც ბატონმა ნოღაიდელმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ყველა ეს საკითხი საბოლოოდ მასთან თანხმდებოდა. სხვა შემთხვევაში ეს საკითხები ამ ფორმით არ იქნებოდა გადაწყვეტილი. ამიტომ ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვები, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში გააქტიურებიდან, სახელმწიფოებრივი თემა მათ აქციეს პოლიტიკურ თემად, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით ცდილობენ გადაფარონ ეს თემა და ეს არის უმძიმესი რამ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა აყენებს საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს. უმძიმესია მათი ეს თვითლუსტრაცია, მათ მართლა ამ ორი ადამიანის ბედი კი არ ადარდებთ. ისინი ასეთი აქტიურობით, ასე გამალებით რაღაცის მტკიცებით კიდევ ერთხელ ყველას უღრმავებენ საფუძვლიან ეჭვებს, რომ რაღაც დააშავეს. ამას ადასტურებს ბატონი ნოღაიდელის პოზიციები, რომ ეს ყველა საკითხი თანხმდებოდა სააკაშვილთან",- განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება გამოძიებას ელოდება.

„თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით გამოძიებას, რომელმაც უნდა გასცეს შეკითხვებს პასუხი. ჩვენ ველოდებით შემდგომ სასამართლოს, რომელმაც უნდა დაადგინოს პირის ან პირთა დამნაშავეობის საკითხი და რა თქმა უნდა, ჩვენ ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დავიწყეთ, განსაკუთრებული სიფრთხილით, როდესაც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით და მაღალი კულტურით, დიპლომატიური ენით საუბრით (და არა სხვა ფორმით, როგორც ამას აკეთებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები), სწორედ ამ ფორმით გავაგრძელებთ ჩვენ სვლას, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ორ მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოს შორის მიღებული იქნეს გადაწყვეტილება მაქსიმალურად დაბალანსებულად და ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა