ვატო სურგულაძე - პანდემიის მართვაში აქვთ პრობლემა, ლენინის პრინციპით - „სახელმწიფო  შესაძლოა, მართოს დიასახლისმა“, მოქმედებენ

„ლელოს“ ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ვატო სურგულაძე აკრიტიკებს დაავადებათა კონტროლის ეროვნულიცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში თავისუფალი საწოლების რაოდენობა 800-900-ია.

როგორც სურგულაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ზუსტად უნდა იყოს ცნობილი, 800 საწოლია თავისუფალი თუ - 900.

ამასთან, სურგულაძის შეფასებით, მთავრობამ ვირუსთან დაკავშირებით გარკვეული წესები შემოიღო, თუმცა ეს წესები არ სრულდება.

„აბსოლუტურად დაუგეგმავი, მოუმზადებელი, ჩაგდებულია მთელი ზაფხულის პერიოდი, როცა უნდა ყოფილიყო მომზადებული, გაწერილი სხვადასხვა გეგმები, როდის რას ვაკეთებთ. ახლა ძალიან არათანმიმდევრული საქციელია.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო 19 ოქტომბერს უნივერსიტეტების გახსნის დაშვება. შემდეგ ვითომ გადააკეთეს, მაგრამ ზოგი უნივერსიტეტი გამოცდებსაც ატარებს. დღეს რომ ჩხენკელი აცხადებს, რომ ყველა უნივერსიტეტი ზედმიწევნით ასრულებს რეგულაციებს, საიდან აქვს ეს ინფორმაცია. ეს ბოლშევიკური ლოზუნგები მიუღებელია ჩემთვის.

სამედიცინო პერსონალი მოუმზადებელია იმიტომ კი არა, რომ არ იციან და გაუნათლებლები არიან - არა. ამას სჭირდება თავისი მომზადება. გაუთვლელია საწოლების რაოდენობა. დაიბარეს 5 კლინიკა და უთხრეს, თქვენც უნდა ჩაერთოთ კოვიდცენტრებად, ასე არ ხდება. ამას სერიოზული მიდგომა უნდა და გადამზადება, ამ კლინიკებში არ არის არავინ გადამზადებული. ცუდი ისაა, რომ დაიწყეს საავადმყოფოს ჰიბრიდული მოდელი, ანუ საავადმყოფოს ერთ ნაწილში განთავსდებიან კოვიდინფიცირებულები და მეორე ნაწილში სამშობიარო თუა, გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც სამშობიარო. გეგმა ვითომ გაწერილი იყო, მაგრამ იმ გეგმიდან არაფერი შესრულებულა.

მართვაში აქვთ პრობლემა. ლენინის სიტყვები, რომ სახელმწიფო, შესაძლოა, მართოს დიასახლისმაო - ამ პრინციპით მოქმედებენ. მართავს ის ხალხი, ვინც არ იცის, როგორ მართოს. მართვას გამოცდილება სჭირდება და შესაბამისი ცოდნა და არა მარტო ვიღაცის ახლობლობა. მითუმეტეს ასეთ სიტუაციაში. მართვას პასუხისმგებლობის აღება სჭირდება.

მოუმზადებელია პირველადი ჯანდაცვა რამდენადაც არ უნდა იძახდნენ, რომ ტრენინგები ჩაატარეს, როგორი ტრენინგები ჩაატარეს „ზუმით“ და ვიდეოთი. ტრენინგს უფრო მეტი დატვირთვა აქვს. იგივე ეხება ლაბორატორიებს - 27 ლაბორატორიიდან უმეტესობამ არც ანალიზის გაკეთება იცი და არც ნაცხის აღება“,- განაცხადა სურგულაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა