გიორგი კახიანი - 11 დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და არ გამოვრიცხავ, რომ ოპონენტების მხრიდან  პროვოკაციები კიდევ გამწვავდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებამდე „ოპონენტების მხრიდან პროვოკაციები გამწვავდეს“.

როგორც კახიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ოპონენტების მხრიდან მცდელობაა იმისა, რომ წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილი მიადგეს, "ქართული ოცნება“ კი მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არ დაუშვას.

„11 დღეა დარჩენილი არჩევნებამდე და არ გამოვრიცხავ, რომ ოპონენტების მხრიდან პროვოკაციები კიდევ გამწვავდეს. შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ მაქსიმალურად მშვიდები იყვნენ. სიმშვიდე და სიწყნარე ჩვენი ინტერესია. არეულობა, პროვოკაციები და დაძაბულობა ჩვენი ოპონენტების ინტერესია. ამიტომ, ნუ წამოვეგებით პროვოკაციებს. არჩევნები მალე მოვა და ყველაფერი მშვიდობიანად, ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება“, - განაცხადა კახიანმა.

კახიანმა ასევე უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც რეგიონებში სოციალურად დაუცველების, მასწავლებლებსა და სხვა საჯარო მოხელეებთან მიმართებით ზეწოლა ხორციელდება, თუ არჩევნებზე ხმას „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ სამსახურს ან სოციალურ დახმარებას დაკარგავენ.

კახიანის თქმით, ეს ყველაფერი 2012 წლის არჩევნებისთვის იყო დამახასიათებელი, რაც წარსულს ჩაბარდა.

„შესაბამისი ფაქტის თაობაზე რაიმე ინფორმაციას თუ გავიგებთ ვინტერესდებით და ვსწავლობთ. უმეტეს შემთხვევაში ეს არ დასტურდება და სპეკულაციებს აქვს ადგილი. მისთვის შესაბამისი კომისიები არსებობს, თუ რაიმე შემთხვევას აქვს ადგილი ერთეულ შემთხვევებში, ეს შეგიძლია კომისიაში გაასაჩივრო, ანუ ეს იქნება საარჩევნო კომისია, უწყებათაშორისი კომისია და ა.შ. რეალურად, ასეთი ფაქტები ხშირ შემთხვევაში არ დასტურდება“, - განაცხადა კახიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა