მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"

"პატრიოტთა ალიანსის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მერაბ ჭიქაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდი ქვეყანაში ყოველთვის შეგნებულად თუ შეუგნებლად დამძიმებულია და მოსახლეობა ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფება. მისი თქმით, ამ ისედაც რთულ ვითარებაში ხელისუფლება კორონავირუსის თემას იარაღად იყენებს, რაც მოსახლეობის ფსიქოლოგიასა და მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს.

"არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის არის შეგნებულად თუ შეუგნებლად დამძიმებული. ისედაც ფსიქოლოგიური ტერორი აქვს ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. მე, მერაბ ჭიქაშვილი, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი წევრი და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი პირდაპირ ვიტყვი, რომ ისედაც ამ დაძაბულ ვითარებაში ხელისუფლება კორონავირუსის თემას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს. რა თქმა უნდა, ეს ვირუსი არსებობს. რა თქმა უნდა, ევროპის სერიოზულ წამყვან ქვეყნებში, აშშ-ში და თუნდაც სხვადახვა კონტინენტზე ამ ვირუსმა, სამწუხაროდ, თავისი სიტყვა თქვა. ვხედავთ, რომ არის გარდაცვალებაც, სამწუხაროდ, გარდაცვალება არის ჩვენს ქვეყანაშიც, მაგრამ კონკრეტულად ხელისუფლება ამ ვითარებას იყენებს და ეს აისახება ჩვენი მოსახლეობის ფსიქოლოგიასა და მდგომარეობაზე", - განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით