მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში

სასარგებლო წიაღისეულის საბადოების სახით საქართველოს ნედლეულის მრავალფეროვანი ბაზა აქვს. ქვეყანაში გამოვლენილი და შესწავლილია არაერთი სახეობის ბუნებრივი საბადო, მთ შორის: ოქრო, სპილენძი, საშენი მასალები, მოსაპირკეთებელი ქვები, სამთო/ქიმიური ნედლეული და მიწისქვეშა წყლები. კოლიერსისა და MMS-ის გუნდმა ამ რესურსების იდენტიფიცირებისა და მათზე სათანადო უფლების მოპოვების მიზნით საკონსულტაციო მომსახურება დაიწყეს. სერვისის მიწოდებაში ჩაერთვებიან მსოფლიოში წამვანი მაღალკვალიფიციური გეოლოგები და ბრიტანული კოლიერსის ექსპერტებიც, შესაბამისად, პროფესიონალთა დახმარებით უკვე შესაძლებელია საინტერესო პროექტის შერჩევა, დაგეგმვა და განვითარება.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მინერალი ცეოლითია, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალური თვისებებით და მრავალმხრივი გამოყენების სფეროს ნიშნით. საქართველოში ცეოლითის რამდენიმე ბუნებრივი საბადოა. მათ შორისაა კასპის მუნიციპალიტეტში, თეძამის ცეოლითის შემცველი ტუფების საბადო - მაღალი სამრეწველო მარაგით და დაძიების ხარისხით. საბადოზე მარაგების მოცულობა 13 მილიონ ტონას აჭარბებს. ამჟამად ცეოლითის საბადო სახელმწიფოს მფლობელობაშია და დაინტერესებული ინვესტორის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მასზე ლიცენზიის მოთხოვნა.

ცეოლითი, მისი უნიკალური თვისებების გამო, ფართო გამოყენებას ჰპოვებს მრავალ სფეროში. ძნელია, დასახელდეს მინერალი, რომელიც ასე მრავალმხრივად გამოიყენება მრეწველობის, მაღალი ტექნოლოგიების, მედიცინის და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში. ცეოლითს აქტიურად იყენებენ ჰაერიდან მავნე აირების გამოსაყოფად, რადიოაქტიური ნარჩენების გასაწმენდად, მეცხოველეობაში - საკვებ დანამატად, რომელიც ზრდის პროდუქტიულობას და ამაღლებს იმუნიტეტს, მემცენარეობაში - სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად, მედიცინაში - ვიტამინებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დამატებით წყაროდ, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას. ცეოლითი ასევე გამოიყენება ჰიგიენური საშუალებების, სამკურნალო პრეპარატების, მკვებავი და კოსმეტიკური საშუალებების შესაქმნელად.

ცეოლითის გლობალური ბაზრის ზომა წლიურად 30 მილიარდ დოლარს აღწევს და მისი მოცულობის ზრდა პროგნოზირებულია სამრეწველო დარგებში ჰიგიენურ პროდუქციაზე მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების პარალელურად. ამ ინდუსტრიის მწარმოებლები იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიას, რათა გააძლიერონ თავიანთი პოზიციები გლობალურ ბაზარზე, მათ შორის, გააფართოვონ შესაძლებლობები აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში - რეგიონებში მოთხოვნის გაზრდის მიზნით. ბუნებრივი ცეოლითის საბადოების წარმადობითა და ხარისხის მიხედით დაინტერესებულ კომპანიებს აქვთ შანსი მოიპოვონ და გადაამუშაონ წიაღისეული, ისარგებლონ ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობით და აქციონ ნედლეული საექსპორტო პროდუქტად.

ბუნებრივი რესურსების ბიზნესი საქართველოში აქტიურად ვითარდება და აქვს კიდეც ამის პოტენციალი. კოლიერსისა Mining & Minerals-ის გუნდი მზადაა ჩაერთოს ბიზნესის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში, რათა დაინტერესებულმა სუბიექტებმა დაგეგმონ, განავითარონ და შეაფასონ მათი ბიზნეს რისკები, მოიპოვონ სათანადო უფლებები და ამ მიზნით მიიღონ კვალიფიციური სამართლებრივი და ტექნიკური მხარდაჭერა. კომპანიების მიზანია უზრუნველყონ ბუნებრივი რესურსების ბიზნესის უსაფრთხოდ - მინიმალური რისკებით წარმართვა.

mm.colliers.ge | +995591222227 | maia.zavrashvili@colliers.ge

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო