აზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირების სავარაუდო პერსპექტივებზე, ამ პროცესში გლობალური და რეიონალური მოთამაშეების ინტერესებსა და იმაზე, სავარაუდოდ რა გავლენას იქონიებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების შედეგები საქართველოზე, „ინტერპრესნიუსი“ რონდელის ფონდის მკვლევარს, აღმოსავლეთმცოდნეს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ზურაბ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 27 სექტემბერს დაწყებული საომარი მოქმედებები გრძელდება.
ამ თემაზე ორივე მხრიდან ხმაურიანი განცხადებების, აზერბაიჯანის სასარგებლოდ მოსკოვის აშკარა წაყრუების, ასევე აზერბაიჯანული მხარის აშკარა წარმატებებისა და უპირატესობების მიუხედავად, აზერბაიჯანულ ქვედანაყოფებს ჯერ მხოლოდ ის ტერიტორიები აქვს დაკავებული, რაც უშუალოდ მთიან ყარაბაღს არ ეკუთნის.
ვინაიდან ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არა მხოლოდ ისმის, ბევრი საკითხი მოითხოვს დაზუსტებას, მოდით ჩვენი საუბარი ჯერ ყარაბაღის ფრონტზე ამ დროისათვის არსებული ვითარების შეფასებით დავიწყოთ.
თქვენ როგორ შეაფასებდით დღეის მონაცემებით აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის დაპირისპირების შედეგებსა და მის სავარაუდო მიზეზებს?
- საბრძოლო მოქმედებები ცალსახად აზერბაიჯანის უპირატესობით მიმდინარეობს. მათ შეძლეს 4 რაიონული ცენტრის დაკავება. აქედან 1 უშუალოდ მთიან ყარაბაღში, 3 კი მის გარშემო ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, სადაც მოსახლეობა უკვე 27 წელია არ ცხოვრობს.
გეოგრაფიული თვალსაზრისით ეს გაშლილი სივრცეებია. დრონებისა და რიცხობრივი უპირატესობის გამო აზერბაიჯანელები სწრაფად მიიწევენ წინ. სომხურ მხარეს ჰქონდა კონტრშეტევაზე გადასვლის მცდელობები, მაგრამ ეს წამოწყებები ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა.
თუ სომხურმა მხარემ სიტუაციის მნიშვნელოვანი შემოტრიალება ვერ მოახერხა, სამხრეთის ფრონტი შებრუნდება ჩრდილოეთისკენ და ახლა უკვე იქ შეუტევენ სომხურ ნაწილებს - ლაჩინის კორიდორი, შუშა-სტეპანაკერტი, თუ რა თქმა უნდა, რუსეთი არ ჩაერია.
რუსეთის გარკვეული ჩართულობა კი იგრძნობა თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ დაიწყეს თურქული წარმეობის უპილოტო საფრენი აპარატების "ბაირაქთარები" ჩამოყრა.
საბრძოლო მოქმედებები ცალსახად აზერბაიჯანის უპირატესობით მიმდინარეობს. მათ შეძლეს 4 რაიონული ცენტრის დაკავება. აქედან 1 უშუალოდ მთიან ყარაბაღში, 3 კი მის გარშემო ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, სადაც მოსახლეობა უკვე 27 წელია არ ცხოვრობს
კონფლიქტის შემდეგ ეტაპზე სომხების მოკავშირე იქნება როგორც გეოგრაფია -ტყიანი მთები, სადაც ადვილია პოზიციების გამაგრებაც და შეუმჩნევლად ყოფნაც, ისე - კლიმატური პირობები. უკვე აცივდება და ნისლიანი ამინდები ხელს შეუშლის უპილოტოების აქტიურობას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ აქამდე ბრძოლები ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელების ნასოფლარებზე მიმდინარეობდა, ახლა ბრძოლის ცენტრი გადაინაცვლებს უშუალოდ მთიანი ყარაბაღის სომხებით დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც ამ უკანასკნელთა საბრძოლო მოტივაცია უფრო მაღალი იქნება.
ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში ბაქოს სამხედრო მიზანი იქნება:
ამ ამოცანების შესრულების შემდეგ მათ უკვე საშუალება ექნებათ შეუტიონ უშუალოდ ყარაბაღის ცენტრს, ანუ შუშა-სტეპანაკერტს.
ცალკე თემაა კონფლიქტის პოლიტიკური კონტექსტი და საერთაშორისო გარემოებები, რომელმაც, რა თქმა უნდა, შეიძლება ძირეულად შეცვალოს წმინდა სამხედრო გეგმები.
მთავარი კი მაინც მგონია, რომ იქნება რუსეთის პოზიცია - ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ სად გადის მოსკოვის წითელი ხაზები ყარაბაღის კონფლიქტში და ზოგადად რა საერთაშორისო გარემო იქნება ამ კონფლიქტთან დაკავშირებით.
მთავარი კი მაინც მგონია, რომ იქნება რუსეთის პოზიცია - ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ სად გადის მოსკოვის წითელი ხაზები ყარაბაღის კონფლიქტში და ზოგადად რა საერთაშორისო გარემო იქნება ამ კონფლიქტთან დაკავშირებით
- მიზეზებს შორის რომ ამ ომში რუსეთის აშკარა ჩაურევლობა და ამავე ომში თურქეთის როლია, რომელიც აქამდე ასე იკითხებოდა - მას უნდა შეეჩერებინა რუსეთი, აღარავინ დაობს.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს სომხურ მხარესთან აშკარა უპირატესობა აქვს, ძნელია იმის თქმა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს სერიოზული ნაბიჯები აქვს გადადგმული საკუთრივ მთიან ყარაბაღზე კონტროლის აღსადგენად.
იმის გათვალისწინებით, რომ სომხურ მხარეს აშკარად აქვს რესურსების პრობლემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ დიდი პოლიტიკის კულისებში ამ ომთან დაკავშირებით გარკვეული მოძრაობები ხდება, რომელზეც ხმამაღლა არავინ საუბრობს.
თუ თავიდან ამ ომში მოსკოვის მიერ აღებული ტაიმ-აუტი შესაძლოა კრემლისკენ აზერბაიჯანის შემობრუნების სურვილი უნდა ყოფილიყო, ახლა ვხედავთ, რომ თურქეთმა სირიის იმ ტერიტორიებიდან დაიწყო თავისი ძალების გაყვანა, რასაც მისგან მანამდე მოსკოვი ითხოვდა.
ეს კი სავარაუდოდ იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ კრემლმა ანკარასთან მოლაპარაკებებში რაღაც ისეთს მოაღწია, რაც აზერბაიჯანს არ მისცემს მისი მოკავშირე სომხეთის სრულ კატასტროფაში აღმოჩენის საშუალებას.
თქვენი დაკვირვებით რამდენად შეიძლება იყოს კავშირში ყარაბაღის ომთან თურქეთის მიერ სირიის იმ ტერიტორიებიდან თავისი ძალების გაყვანის დაწყება, რასაც მისგან მოსკოვი ითხოვდა?
- ასეთი კავშირის არსებობა ნამდვილად იკვეთება. მოგეხსენებათ, დიდ პოლიტიკაში და მითუმეტეს, საერთაშორისო ურთიერთობებში შემთხვევით არაფერი ხდება.
ჩრდილოეთ სირიაში არსებულ თურქულ სადამკვირვებლო პუნქტების (რომლებიც რეალურად სამხედრო ბაზების ფუნქციას ასრულებდნენ გაყვანას რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა ანკარა არაფრის დიდებით არ თანხმდებოდა.
ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, სადაც აშკარად გამოჩნდა რუსეთის მხრიდან ერთგვარი წაყრუების პოლიტიკა, თურქეთის ეს უცაბედი გასვლა სირიიდან ბადებს ლეგიტიმურ კითხვას: მოხდა თუ არა გარიგება მოსკოვსა და ანკარას შორის და თუ მოხდა, რას მოიცავს იგი? მაგალითად, ყარაბაღის გარდა მოიცავს თუ არა იგი საქართველოსაც?
თურქეთის უცაბედი გასვლა სირიიდან ბადებს ლეგიტიმურ კითხვას - მოხდა თუ არა გარიგება მოსკოვსა და ანკარას შორის და თუ მოხდა, რას მოიცავს იგი? მაგალითად, ყარაბაღის გარდა მოიცავს თუ არა იგი საქართველოსაც?
ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხებიც უახლოეს ხანში გამოჩნდება.
- საგულისხმოა ისიც, რომ პრეზიდენტმა ალიევმა მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა მზაობა შეხვდეს თავის სომეხ კოლეგას ნებისმიერ ადგილზე, რაც ცნობილი გახდა რომ აშშ-ს სახელმწიფო მდვანი პომპეო შეხვდება ჯერ აზერბაიჯანის, ხოლო შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
თავის მხრივ, არც პომპეოს განცხადება ამ ომზე უნდა იყოს შემთხვევითი. ამ განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების ორომტრიალში ჩაბმულმა აშშ-მ რეგიონალური ლიდერობის პრეტენზიების მქონე ქვეყნებს ერთი მხრივ შეახსენა, რომ იგი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ შესაძლოა არჩევნებში ჩართულ ტრაპმს ახლა მხოლოდ აშშ-ში სომხური ლობის მხარდაჭერა აინტერესებდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს სომხური ლობის უდიდესი ნაწილი დემოკრატების მხარდამჭერები არიან, არავინ იცის საბოლოოდ რა პოზიცია ექნება ტრამპს აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში.
თქვენი დაკვირვებით, აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში სავარაუდოდ რა პოზიცია ექნება თეთრი სახლის დღევანდელ მმართველს, რომელსაც როგორც ვარაუდობენ მოახლოებულ არჩევნებზე გამარჯვების მეტი შანსი აქვს?
- ალბათ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვა. აქ ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ში ისევ გრძელდება პანდემია და ამით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები.
შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყარაბაღის საკითხი ნომერ პირველი თემა ვერ იქნება თეთრ სახლში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრამპი და ერდოღანი პიროვნულადაც მეგობრობენ და ხშირად ერთმანეთის მხარდამჭერ განცხადებებსაც აკეთებენ.
მეორე მხრივ, აშშ-ში აქტიურობს სომხური დიასპორაც. ცხადია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხარის ლობი დიდ ბრძოლაშია ჩართული. მოგეხსენებათ პომპეოს მიერ გაკეთებული განცხადება უფრო სომხური მხარის მხარდაჭერად იქნა აღქმული. თუმცა, ეს მხარდაჭერა ცალსახაა არაა.
აშშ-ში აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის ლობისტური სახის ბრძოლა ახლაც მიმდინარეობს და ზუსტად არავინ იცის, რითი დასრულდება იგი. მე მაინც მგონია, რომ ვაშინგტონის საბოლოო პოზიცია გაწონასწორებული იქნება და არცერთ მხარეს ცალსახა მხარდაჭერა არ ექნება.
აშშ-ში აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის ლობისტური სახის ბრძოლა ახლაც მიმდინარეობს და ზუსტად არავინ იცის, რითი დასრულდება იგი. მე მაინც მგონია, რომ ვაშინგტონის საბოლოო პოზიცია გაწონასწორებული იქნება და არცერთ მხარეს ცალსახა მხარდაჭერა არ ექნება
- მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ და რეგიონალურ მოთამაშეებს სამხრეთ კავკასიაში განსხვავებული ინტერესები აქვთ, შეუძლებელია ისეთი გამწვავების შემდეგ, რა ფორმებიც აქვს დღეისათვის აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებას, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში სერიოზული ნაბიჯი არ იქნას გადადგმული.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღისათვის ომის დასასრულის სავარაუდო სცენარებზე დღეს ბევრი საუბრობს, მაგრამ რეალურად მართლაც ძნელია იმაზე საუბარი თუ როგორ დასრულდება ბაქოსა და ერევანს შორის დაწყებული ომი როგორც ბრძოლის ველზე, ისე პოლიტიკურ კულუარებში.
ამ თემებზე თქვენი ვარაუდები სავარაუდოდ როგორი იქნებოდა და რა სახის საფრთხეები არსებობს საქართველოსთვის?
- მოგეხსენებათ, პროგნოზის გაკეთება პოლიტიკაში, მითუმეტეს თუ მასში სამხედრო საკითხები ჭარბობს, საკმაოდ ძნელი საქმეა, რადგან უამრავ თემასა და სიტუაციასთანაა იგი კავშირში. ეს დაახლოებით ჭადრაკს გავს, სადაც წინასწარ არავინ იცის რა პარტიას გაითამაშებენ მხარეები და ვინ როგორი თავდაცვისა და თავდასხმის სტრატეგიას აირჩევს.
თუმცა, უფრო გამოკვეთილად შეიძლება ვისაუბროთ იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომელსაც ეს კონფლიქტი ქმნის საქართველოსთვის.
კონფლიქტის შემდგომი ინტენსიფიკაციისა და დროში გაწელვის შემთხვევაში, საქართველოსაც გაუჩნდება მთელი რიგი სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სახის საფრთხეები და გამოწვევები, რომელთა წინასწარ განსაზღვრა და გამკლავების გზების დასახვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ყარაბაღის კონფლიქტი თბილისისთვის ქმნის შემდეგი სახის სამხედრო-პოლიტიკურ საფრთხეებსა და გამოწვევებს:
რაც უფრო გაიწელება დროში კონფლიქტი, ოფიციალურ თბილისს, დიდი სურვილის მიუხედავად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაინც გაუჭირდება სრული „ნეიტრალიტეტის“ შენარჩუნება.
რაც უფრო გაიწელება დროში კონფლიქტი, ოფიციალურ თბილისს, დიდი სურვილის მიუხედავად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაინც გაუჭირდება სრული „ნეიტრალიტეტის“ შენარჩუნება
არაა გამორიცხული, რომ მეომარი მხარეები სხვადასხვა ფაქტის მოშველიებით შეეცადონ საქართველოს დადანაშაულებას მოწინააღმდეგის მიმხრობაში-დახმარებაში.
კონფლიქტის განახლების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის საკმაოდ მტკივნეულია ყარაბაღის საკითხი, რომელსაც მათი სწრაფი მობილიზება-კონსოლიდაცია შეუძლია.
ვგულისხმობ მხარდამჭერ და საპროტესტო მიტინგებს, დახმარების მიზნით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის სურვილს, ტვირთის გაგზავნის მცდელობას, თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი კარწახის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გადაკეტვას სატვირთო ავტომობილებისთვის, სომხეთთან დამაკავშირებელი ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გადაჭრა-დაზიანებას და ა.შ. კონფლიქტის დროში გაწელვის შემთხვევაში, მოსალოდნელია მსგავსი და შესაძლოა, კიდევ უფრო რადიკალური სახის ქმედებების მატებაც.
„კუხოს“ - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, შესაბამისი მუხლების ამუშავების შემთხვევაში, რუსეთმა სომხეთთან პირდაპირი სახმელეთო კორიდორით დაკავშირებისათვის შესაძლოა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება მოითხოვოს.
„კუხოს“ - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, შესაბამისი მუხლების ამუშავების შემთხვევაში, რუსეთმა სომხეთთან პირდაპირი სახმელეთო კორიდორით დაკავშირებისათვის შესაძლოა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება მოითხოვოს
ოფიციალურ თბილისს კი ამ მიმართულებით რეალური სამხედრო წინააღმდეგობის გაწევის საშუალებები საკმაოდ შეზღუდული აქვს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კორიდორის გაჭრის ფაქტს შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს მთელი ქვეყნისთვის.
ყარაბაღის კონფლიქტის დროში გაწელვის შემთხვევაში, საკმაოდ დასუსტდება სომხეთიცა და აზერბაიჯანიც, რაც გაზრდის რუსეთზე მათი დამოკიდებულების ხარისხს. შესაბამისად, კავკასიაში გაიზრდება რუსეთის გავლენა, რაც არანაირად არ შედის საქართველოს ინტერესებში.
ყარაბაღის კონფლიქტის დროში გაწელვის შემთხვევაში, საკმაოდ დასუსტდება სომხეთიცა და აზერბაიჯანიც, რაც გაზრდის რუსეთზე მათი დამოკიდებულების ხარისხს. შესაბამისად, კავკასიაში გაიზრდება რუსეთის გავლენა, რაც არანაირად არ შედის საქართველოს ინტერესებში
ყარაბაღის კონფლიქტს მასში მონაწილე მხარეებისთვის სოლიდური ეკონომიკური განზომილებაც აქვს. კორონავირუსის პანდემიის ფონზე ისედაც დასუსტებული ეკონომიკებისთვის ომის ტვირთის დამატება სერიოზულად აისახება მათ სავაჭრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებზეც.
ყარაბაღის კონფლიქტის განახლებამ უკვე უარყოფითად იმოქმედა თურქულ ლირაზეც, რომელიც 29 სექტემბერს 3%-ით გაუფასურდა. თურქული ლირის ნებისმიერი გაუფასურება კი დამატებით სირთულეებს უქმნის საქართველოს ეკონომიკას, რადგან უკვე წლებია ეს ქვეყანა ჩვენთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია.
ასევე ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს ამ ქვეყანაში, რომლებიც ანაზღაურებას თურქულ ლირებში იღებენ. შესაბამისად, დროთა განმავლობაში მატ უფრო ნაკლები მყარი ვალუტის შეძენა და საქართველოში გამოგზავნა შეეძლებათ.
თურქეთის გარდა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან აზერბაიჯანიც და სომხეთიც.
ამასთან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ყოველწლიურად საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი პირდაპირი ინვესტიციები ხორციელდება. ასევე, ამ ქვეყნების (პლიუს სომხეთის) მილიონობით მოქალაქე ტურისტული მიზნით ყოველწლიურად სტუმრობს საქართველოს.
ამიტომ კონფლიქტის დროში გაწელვის შემთხვევაში, ყველა ამ მიმართულებით საქართველოშიც უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან კლებას და, შესაბამისად, ეკონომიკური სახის სირთულეებს.
აქ ასევე გასათვალისწინებელია აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთის კორიდორი და ა.შ. საკითხიც, რომლებიც კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში გამორიცხული არაა სამიზნეებად იქცნენ.
მით უმეტეს, მხარეები აღნიშნავენ, რომ საბრძოლო მოქმედებები უკვე უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილში, თოვუზის რაიონშიც განახლდა, სადაც გადის ყველა ზემოხსენებული პროექტის ხაზები. ეს კი დამატებით რისკებს და საფრთხეებს უქმნის მთელი რეგიონისა და, მათ შორის ,საქართველოს ეკონომიკას.
საბრძოლო მოქმედებები უკვე უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილში, თოვუზის რაიონშიც განახლდა, სადაც გადის ყველა ზემოხსენებული პროექტის ხაზები. ეს კი დამატებით რისკებს და საფრთხეებს უქმნის მთელი რეგიონისა და, მათ შორის ,საქართველოს ეკონომიკას
- ამ თემებზე მსჯელობისას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა.
კერძოდ - „კავკასიური კვანძი იხსნება და არა საქართველოს სასარგებლოდ, ხოლო სომხეთის მომავალი სრულად რუსეთის ხელში ექცევა... ომთან დაკავშირებით დიდი მიზნები რუსეთისთვის სცილდება სამხრეთ კავკასიას. ის მინიმუმ გულისხმობს საქართველოს საკითხის ერთი ხელის მოსმით გადაჭრას, კერძოდ იმას, რომ სომხეთივით ჩვენც ჩრდილოეთზე სწორების გარდა სხვა არჩევანი აღარ დაგვრჩეს თურქული პოზიციების ძალიან გაზრდის გამო“.
ვითარებაში, როცა გლობალურ და რეგიონალურ მოთამაშეებს რუსეთის შემაკავებლობისთვის ნაკლებად სცალიათ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აზერბაიჯანულ-სომხური ომის ფონზე კრემლმა მისთვის ეგზისტენციურ გამოწვევად მიჩნეული საქართველოს საკითხის სათავისდოდ გადაჭრა ერთი ხელის მოსმით მოინდომოს?
- ვფიქრობ, რომ ბატონი ლევან ბოძაშვილი სწორ და დროულ შეფასებებს აკეთებს.
რაც შეეხება რუსეთის სურვილს და გეგმებს. ამ კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია.
იგი ერთის მხრივ, „სჯის“ ფაშინიანს პროდასავლურობის გამო, მეორე მხრივ ვაჭრობს თურქეთთან და მესამე მხრივ, ელოდება სომხეთსა და აზერბაიჯანში საკუთარი გავლენის გაზრდას.
მოსკოვი ასევე დაელოდება ახალ სამხედრო შეკვეთებს. სხვადასხვა შეფასებით, ამ კონფლიქტში დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა განადგურდა ორივე მხარეს და ცხადია, რომ მათი ახალი პარტიების მიღება დასჭირდება სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც. ამ იარაღს კი მათ ისევ რუსეთი მიაწვდის.
ჩვენ რაც შეგვეხება, ვფიქრობ, რომ მოსკოვშიც კარგად ესმით, რომ „საქართველოს საკითხის“ სათავისოდ გადაჭრას ასე ერთი ხელის მოსმით ადვილი არ იქნება და ვერ შეძლებენ. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აქამდე გააკეთებდნენ და ყარაბაღის ომს ალბათ არ დაელოდებოდნენ.
ვფიქრობ, რომ მოსკოვშიც კარგად ესმით, რომ „საქართველოს საკითხის“ სათავისოდ გადაჭრას ასე ერთი ხელის მოსმით ადვილი არ იქნება და ვერ შეძლებენ. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აქამდე გააკეთებდნენ და ყარაბაღის ომს ალბათ არ დაელოდებოდნენ
ერთია, რა შეგიძლია სამხედრო ქმედებებით და შიშველი ძალით და მეორეა, როგორ შეძლებ მის შენარჩუნებას. ცხადია, რომ ვერანაირად ვერ შეძლებენ და უარეს თავის ტკივილებს გაიჩენენ, რომლებიც უჩვენოდაც არ აკლიათ. ამიტომ ვიქრობ, რომ ამის მოხდენის ალბათობა ამ ეტაპზე ნაკლებია.
- გასაგებია, რომ ვიდრე პროცესები არ დასრულებულა, ამ თემებზე მსჯელობა საკმაოდ რთულია. მაგრამ იგივე ლევან ბოძაშვილის თქმით - „ჩვენთვის ახლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სრული პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტაბილურობა. კერძოდ არჩევნების მშვიდად ჩატარება და ქმედუნარიანი პარლამენტის შექმნა“.
საკმაოდ გართულებულ და ტურბულენტურობა მომატებულ გარემოცვაში რამდენად აქტუალურია საქართველომ შეინარჩუნოს არა მარტო სტაბილურობა, არამედ ჰყავდეს ქმედითუნარიანი პარლამეტი და სახელმწიფო ინსტიტუტები?
- დასავლეთი იმიტომაა დაწინაურებული და პროგრესული ცივილიზაცია, რომ დიდი ხნის წინ მიხვდნენ მყარი, სტაბილური და გამართული ინსტიტუტების არსებობის აუცილებლობას.
განა ნორმალური სიტუაციაა, როცა ჩვენი ორი მეზობელი ერთმანეთის წინააღმდეგ ომშია ჩართული, ჩვენ ნებისმიერი სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო „საფრთხეების შეფასების დოკუმენტიც“ კი არ გაგვაჩნია? წინა მსგავს დოკუმენტს ვადა 2 წლის წინ გაუვიდა. რამდენადაც არასერიოზული იყო თავის დროზე ორი უსაფრთხოების საბჭოს არსებობა, კიდევ უფრო არასერიოზული იყო მოგვიანებით ორივე მათგანის გაუქმება.
განა ნორმალური სიტუაციაა, როცა ჩვენი ორი მეზობელი ერთმანეთის წინააღმდეგ ომშია ჩართული, ჩვენ ნებისმიერი სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო „საფრთხეების შეფასების დოკუმენტიც“ კი არ გაგვაჩნია? წინა მსგავს დოკუმენტს ვადა 2 წლის წინ გაუვიდა. რამდენადაც არასერიოზული იყო თავის დროზე ორი უსაფრთხოების საბჭოს არსებობა, კიდევ უფრო არასერიოზული იყო მოგვიანებით ორივე მათგანის გაუქმება
განა ნორმალურია, რომ ჩვენ სიტუაციაში მყოფი ქვეყანა რამდენიმე წელი უსაფრთხოების საბჭოს გარეშე იყო დარჩენილი? სწორედ აქ ხდება მთავრი საფრთხეების იდენტიფიცირება, შეფასება და მათზე რეაგირების გზების დაგეგმვა.
ნებისმიერი სახელმწიფო ადამიანს გავს. იგი ადამიანივით იბრძვის გადარჩენისთვის, გეგმავს და ფიქრობს მომავალზე. ამას კი მისი მთელი სხეული სხვადასხვა ორგანოების დახმარებით აკეთებს.
ამიტომ მას აუცილებლად სჭირდება გამართული ინსტიტუტები - დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი, საჯარო სექტორში დამსახურებისდა მიხედვით კადრების დაწინაურების სისტემა და ა.შ.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”