eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის

საერთაშორისო მედიასაშუალება eutoday ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც 27 სექტემბრის შემდეგ რეგიონში განახლებულ დაპირისპირებასთან და საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის საუბარი.

სტატიაში ნათქვამია, რომ ქალაქ შუშაში, რომელიც გაერო-ს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად არის აღიარებული, სამხედრო მოქმედებების შედეგად სომხური ქრისტიანული ეკლესია დაზიანდა. სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ტაძარზე შეტევაში დაადანაშაულა.

მიუხედავად გაერო-ს 4 რეზოლუციისა, რომელიც აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ჯარის გაყვანას ითხოვს, აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%, მათ შორის ქალაქი შუშა, სომხური მხარის დეფაქტო კონტროლის ქვეშაა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, სომხური მხარის მიერ შუშაში ტაძრის აფეთქებაში აზერბაიჯანის დადანაშაულება საკმაოდ სახიფათო თემაა, რომელმაც შეიძლება კონფლიქტის აქამდე არ არსებული რელიგიური მოტივები გააღვივოს.

სომხეთი ქრისტიანული ქვეყანაა. აზერბაიჯანი მულტირელიგიური და მულტიკულტურული სეკულარული სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია, მაგრამ სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები, კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებებით, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.

გამოცემის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში დღეს მიმდინარე ომის საფუძველი საერთაშორისო სამართალის და სუვერენული კონტროლის აღდგენის საკითხია და მის რელიგიურ პროპაგანდასა და დავაში გადაზრდა არასწორი და ძალიან სახიფათო იქნებოდა.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა