„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ბავშვებს ტოიოტას საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ბავშვებს ტოიოტას საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს.

შეძლებს თუ არა ბავშვების მიერ დახატული „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ სამყაროს შეცვლას უკეთესობისკენ? - ამ შეკითხვაზე პასუხს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ეძებს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, იაპონური ავტოგიგანტი ბავშვებისთვის წელსაც გამართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ყოველწლიურ საერთაშორისო ხატვის კონკურსს - Toyota Dream Car Art. როგორც -„ტოიოტა ცენტრი თბილისში“ აღნიშნავენ, ეს მრავალი ქვეყნის ათასობით ბავშვისთვის, მათ შორის საქართველოდან, უნიკალური შესაძლებლობაა, თავისი ოცნება მსოფლიოს გაუზიაროს.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვები ტოიოტას გლობალური კონკურსის ფინალში მოხვდნენ, აუცილებელია კონკურსში მონაწილეობა ეროვნულ დონეზე, საქართველოში მიიღონ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებიდან საერთაშორისო კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს კი „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოებს.

Toyota Dream Car Art-ის მე-14 საერთაშორისო კონკურსი უკვე დაიწყო.

„დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი“ - ამ სლოგანის გაზიარება და Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურში მონაწილეობის მიღება, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ნებისმიერ ბავშვს შეუძლია. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ თხოვნით მიმართავს მშობლებს, უყურადღებოდ არ დატოვონ ეს ფაქტი და ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ შვილებს.

კონკურსში - „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art) - მონაწილეობის მსურველებმა „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში განაცხადი და ნამუშევარი უნდა მიიტანონ 2020 წლის 30 დეკემბრის 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ), ან ამავე მისამართზე ფოსტით გაგზავნონ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, შემოსული ნამუშევრებიდან შეარჩევს 9 საუკეთესოს სამ ასაკობრივ კატეგორიაში. შერჩეული ნამუშევრები კი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის გლობალურ კონკურსზე გაიგზავნება.

„ტოიოტას ოცნების ავტომობილის“ საკონკურსო პირობებისა და მოთხოვნების დეტალურად გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://www.toyota-tbilisi.com/blog/188/toyota-9888b5/

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ იმედს გამოთქვამს, საქართველოში მცხოვრები ბავშვები გამოიყენებენ ამ უნიკალურ შესაძლებლობას და Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურსშიც ჩაერთვებიან, მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებსა და მსოფლიოს თავიანთ ოცნებებს გაუზიარებენ.

ადგილობრივი კონკურსის შედეგები მონაწილეთათვის ცნობილი გახდება 2021 წლის იანვრის ბოლოს, ხოლო საერთაშორისო კონკურსის შედეგები - 2021 წლის ივნისში, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებგვერდზე - https://www.toyota-dreamcarart.com“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა