ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი თანამშრომელი ბანკში თავდასხმის დეტალებზე საუბრობს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი თანამშრომელი ბანკში თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

როგორც ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ანა შონიამ, რომელიც თავდასხმის დროს ბანკის შენობაში იმყოფებოდა, „მაესტროსთან" განაცხადა, ბანკის მომსახურების სივრცეში ბევრი ადამიანი იყო, რომელთაგანაც თავდამსხმელმა რამდენიმე უკვე გაათავისუფლა.

„ვემსახურებოდი ერთ-ერთ კლიენტს, როცა შემოვიდა მძარცველი, რამდენჯერმე გაისროლა როგორც მახსოვს იარაღიდან და დაიყვირა, რომ იყო ძარცვა, მისი მოთხოვნა იყო დავწოლილიყავით იატაკზე, არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი გარეთ. სავარაუდოდ, კლიენტმა გამომიყვანა გარეთ. მომსახურების მოლოდინში საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ როგორც ვიცი ასაკოვანი მოქალაქეები გამოუშვეს. თანამშრომლები სულ ვართ 58. ერთი იყო შესვენებაზე, მე აღმოვჩდნი გარეთ და ერთი სესხის ოფიცერი ვიცი, რომ გარეთ არის", - განაცხადა ანა შონიამ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრმა იამზე ღვინჯილიამ განუცხადა, თავდამსხმელმა მისი ოჯახის წევრი მძევლად მაშინ აიყვანა, როცა ის ბანკში საბანკო ვალდებულების შესასრულებლად იყო შესული. ღვინჯილიას თქმით, მის ოჯახის წევრთან კომუნიკაცია არ ჰქონდა, რადგან მობილური "უცებ გათიშა".

"არ ვიცი რა ხდება, გულგახეთქილები ვდგავართ აქ ოჯახის წევრები. ბანკში მძევლებს შორის ჩემი რძალია, შვილის მეუღლე. დღეს ბანკში საბანკო ვალდებულების მოსახდელად მივიდა, რა დროსაც შენობაში თავდამსხმელი შეიჭრა.დაახლოებით 10 წუთში მოხდა ყველაფერი. ახლა, როგორც ვიცი, ბანკში19 ადამიანია მძევლად“,- აცხადებს იამზე ღვინჯილია.

არსებული ინფორმაციით, თავდამხმელი ერთი მამაკაცია, რომელსაც სახეზე ნიღაბი არ უკეთია. მომხდარზე შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა