გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" შენობიდან თავდამსხმელმა რამდენიმე პირი გაათავისუფლა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" შენობაში მყოფმა მოქალაქეების ნაწილმა შენობა, ბანკის მეოთხე სართულიდან სახანძრო კიბის საშუალებით დატოვა, რამდენიმე კი თავდამსხმელმა გაათავისუფლა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, შეჭრილია პიროვნება, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის კლიენტები, ასევე თანამშრომლები.

„შენობა არის 3- სართულიანი, მეოთხე სართულზე აქვს მოედანი. მაშინ, როცა შეიჭრა თავდამსხმელი ბანკში, რა თქმა უნდა, ოთხი სართულის გაკონტროლება ვერ მოახერხა, აქედან გამომდინარე, მეოთხე სართულის სახურავიდან სახანძრო კიბით ხალხის გარკვეული ნაწილი ჩამოვიდა. თვითონ თავდამსხმელმა გაათავისუფლა რამდენიმე პირი, ისინი არიან სამშვიდობოს. რაც შეეხება მოთხოვნებს, სპეცოპერაცია მიმდინარეობს და ამაზე შსს-ს გააკეთებს კომენტარს", -განაცხადა მალხაზ თორიამ.

შეგახსენებთ, შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო