ზუგდიდში შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ "საქართველოს ბანკის" ფილიალში მათი ახლობლები არიან და მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალთან მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ ბანკში მათი ოჯახის წევრები არიან და მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვთ შიგნით მყოფების ჯანმრთელების მდგომარეობის შესახებ. ჩვენი ახლობელი ფულის ასაღებად იყო მისული, გვეუბნებიან, რომ იქ არ იმყოფება, გვითხრან მაშინ სად არის",- ამბობს ბანკის ერთ-ერთი კლიენტის ახლობელი.

შეგახსენებთ, შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, უსაფრთხოების ნორმები დაიცვან, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს