გიგი უგულავა - მზად ვარ ჩავენაცვლო მძევლებს, თუ ამის შესაძლებლობა და ორმხრივი თანხმობა არის

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, მზადაა ზუგდიდში, ბანკში მყოფ მძევლებს ჩაენაცვლოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„მე რამდენადაც ვიცი 3 მძევალია დარჩენილი და მზად ვარ ჩავენაცვლო მძევლებს, ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, მზად ვარ ჩავენაცვლო მძევლებს, თუ ამის შესაძლებლობა და ორმხრივი თანხმობა არის”, -აცხადებს უგულავა.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ.

როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, თავდამსხმელებს შენობაში ბანკის თანამშრომლები ჰყავთ.

ადგილზე პოლიცია უკვე მუშაობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა