გიორგი შერვაშიძე - რეგიონების მოსახლეობის პრობლემებს კიდევ უფრო დეტალურად ვეცნობით და თუ შესაბამისი ბერკეტი მივიღეთ, ზუსტად ვიცით, როგორ დავეხმარებით

„რამდენიმე რეგიონში უკვე ვიყავით, მოსახლეობას შევხვდით, ინდივიდების პრობლემებს გავეცანით. ჩვენი პროგრამა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ფუნდამენტური პრობლემები გადავჭრათ და თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცა, გეგმას აუცილებლად განვაცხორციელებთ.“ - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, გიორგი შერვაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია უკვე შეხვდა თბილისის, რუსთავის, გორის და დმანისის მოსახლეობას, მოინახულა კახეთიც, უახლოეს დღეებში კი ქუთაისს, ბათუმსა და ზუგდიდსაც ესტუმრებიან.

„ჩვენ ის პარტია ვართ, რომელსაც ვერც ერთი მთავრობა კომპრომატების ენით ვერ დაელაპარაკება. ჩვენ ვართ ახალი სახეები, ახალი ძალა და ახალი ენერგია. ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ, ყველამ უნდა გავაკეთოთ. ამიტომ არიან ჩვენ გვერდით ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან, მაგალითად, ლეგენდარული ფეხბურთელები გოჩა მაჩაიძე და მანუჩარ მაჩაიძე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოს გააცნეს. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც შევძლებთ, არსებული მდგომარეობა ხალხის მხარდაჭერით შევცვალოთ და ქვეყანა გადავარჩინოთ”, - აღნიშნა გიორგი შერვაშიძემ.

„პოლიტიკური მოძრაობის “სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობენ. 22 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართება ქუთაისში. შეხვედრები დასრულდება 24 ოქტომბერს ზუგდიდში.

ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა