ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში მყოფი მძევალი - უმთავრესია, რომ სპეცრაზმი პერიმეტრს მოშორდეს, ყველანაირი მცდელობა შემოჭრის, დასრულდება ფატალურად ყველა ჩვენგანისთვის

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მყოფი მძევლის ირაკლი კვარაცხელიას ვიდეო ზარის საშუალებით, თავდამსხმელი აცხადებს, რომ თუ სამართალდამცველები დადგენილ ვადებში მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, ის მძევლების დახოცვას დაიწყებს.

ამასთანავე, მძევალი ირაკლი კვარაცხელია „მთავარის“ ეთერში აცხადებს, რომ სამართალდამცველებს მათთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაცია არ აქვთ. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის შენობაში შეჭრის ნებისმიერი მცდელობა, მძევლებისთვის ფატალურად დასრულდება.

„უმთავრესი ის არის, რომ სპეცრაზმი პერიმეტრს მოშორდეს. ყველანაირი მცდელობა შემოჭრის, დასრულდება ფატალურად ყველა ჩვენგანისთვის, ვინც აქ არის. უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ცხადია, თუმცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ ეტაპზე არავის არ სჭირდება.

სამართალდამცველები კონტაქტზე არ გამოდიან, რის საქმის კურსშიც არიან, ალბათ, ის არის, რასაც თქვენ გადასცემთ. სატელეფონო კავშირზე არავინ არ გამოდის“, - განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა