„საქართველოს ბანკი“ - სრულ კოორდინაციაში ვართ შსს-სთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად

„საქართველოს ბანკი“ - სრულ კოორდინაციაში ვართ შსს-სთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად

"საქართველოს ბანკი" ზუგდიდში ბანკის ფილიალზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც ბანკში აცხადებენ, კოორდინაციაში არიან შსს-სთან და მათი მითითებების შესაბამისად მოქმედებენ.

"ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს",-აღნიშნულია "საქართველოს ბანკის" განცხადებაში.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ. შეიარაღებულ თავდამსხმელს 19 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი.