ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობის მიმდებარედ პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ზუგდიდში სამართალდამცველებმა „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი დააკავეს.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

უგულავას თქმით, დაკავებას წინ უძღოდა ის, რომ პროვოკატორმა გიორგი გაბედავამ მათი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგ მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები შეკრებილები არიან ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც შეიარაღებულ თავდამსხმელს მოქალაქეები მძევლად ჰყავს აყვანილი. ადგილზე იმყოფებიან მძევლების ახლობლებიც.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს