ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან  შსს-მ სპეციალური ჯავშანტექნიკა გაიყვანა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯავშანტექნიკა გაიყვანეს.

შეიარაღებამ ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორიიდან ჯავშანტექნიკის გაყვანა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ბანკზე თავდამსხმელი აყენებდა.

„საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელმა 19 მოქალაქე მძევლად რამდენიმე საათის წინ აიყვანა. სწორედ მომხდარის გამო ჯავშანტექნიკა ბანკის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იყო მობილიზებული.

შეიარაღებულმა პირმა მძევლად აყვანილი 19 მოქალაქიდან რამდენიმე ადამიანი უკვე გაათავისუფლა, ნაწილი კი კვლავ ბანკში რჩება.

თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვს, რომ ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვოს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს