ინოვაციური მომსახურება სამშენებლო სფეროში

კომპანია NOVUS დაარსდა 2020 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოში მშენებლობის მართვის სფეროში წამყვანი კომპანია შპს CMC-სა და ცნობილი, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სიცოცხლის უსაფრთხოების სისტემების ექსპერტის, თურქეთის მოქალაქე, ბურაკ იაზიჩიოღლუს მიერ. CMC ახორციელებს სამშენებლო პროექტების მართვას 2009 წლიდან და როგორც წამყვანი მენეჯმენტ კომპანია ფლობს საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის. ბატონი ბურაკ იაზიჩიოღლუ არის მაღალკვალიფიციური ექსპერტი, რომელიც გამორჩეულია ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სიცოცხლის უსაფრთხოების სისტემების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით, მათ შორის საქართველოს ბაზარზე.

ბატონი ბურაკ იაზიჩიოღლუ 10 წელზე მეტი გახლდათ თურქული საკონსულტაციო კომპანია KARINA-ს წარმომადგენელი, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს ბაზარზე მოღვაწე ერთადერთი კომპანია იყო და გააჩნდა ცნობილი საერთაშორისო ბრენდების აკრედიტაცია (სასტუმროების გლობალური ქსელის ოპერატორებისა და ინდუსტრიული სექტორის ცნობილი ბრენდების, რომლებიც მოითხოვენ პროექტების საერთაშორისო სტანდარტებით შესრულებას).

NOVUS – ის საქმიანობის სფერო მოიცავს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სიცოცხლის უსაფრთხოების სისტემების (FLS – Fire Life Safety) შემდეგ მომსახურებებს:

პროექტირების ეტაპი:

  • საპროექტო ნახაზების მომზადება ტექნიკური სპეციფიკაციებითა და მასალების ჩამონათვალით;
  • ხანძარსაწინააღმდეგო სტრატეგიის და პროექტის რევიზიის ანგარიშების მომზადება;
  • საინჟინრო გაანგარიშებების წარმოება და სახანძრო საინჟინრო სისტემების ანალიზი

სამუშაოების განხორციელების ეტაპი და სამშენებლო მოედანზე ჩასატარებელი კვლევითი სამუშაოები:

  • სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა
  • ტესტირება/გამოცდა, ექსპლუატაციაში მიღება და სერტიფიცირება
  • არსებული შენობა/ნაგებობების FLS შეფასება (FLS აუდიტი)

სატრენინგო მომსახურება:

  • სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები და პროექტირების წესები
  • სახანძრო ევაკუაცია
  • სხვა სახანძრო უსაფრთხოების საკითხები

ზემოხსენებულ სამუშაოებს NOVUS განახორციელებს საქართველოში, თურქეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

NOVUS-ის თანამშრომლები არიან SFPE და NFPA-ს წევრები და ხელმძღვანელობენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.

FLS-ის მოთხოვნები საქართველოში რამდენიმე წლის წინ გახდა სავალდებულო, რაც განსაზღვრულია 41-ე დადგენილებით და მასთან დაკავშირებული NFPA სახანძრო დაცვისა და სიცოცხლის უსაფრთხოების სტანდარტებით. შესაბამისად, კომპანია ნოვუსი ქართულ ბაზარს შესთავაზებს ყოვლისმომცველ მომსახურებას FLS-ის მიმართულებით, მათ შორის პროექტირებასა და პროექტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას.

კომპანიის საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის სწრაფ განვითარებას, პროექტების შესრულებას მსოფლიოში აკრედიტებული ხანძარსაწინააღმდეგო და სიცოცხლის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

info@novus-fls.com

+995577315146

(R)

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ