დე ფაქტო უშიშროების სამსახური - რუსეთთან ერთად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რომ ბანკზე თავდამსხმელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოხვდეს

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის უფროსის რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, „სასაზღვრო ზონაში“ რუსეთთან ერთად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რომ დამნაშავე, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, „აფხაზეთის ტერიტორიაზე“ არ მოხვდეს.

მისივე თქმით, ენგურის გამშვები პუნქტი 19:00-დან 07:00 საათამდე დაკეტილია და მისი გადაკვეთა შეუძლებელია.

„უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფი, რუსეთთან ერთად, სასაზღვრო ზონაში ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რომ დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოხვდეს”, – განაცხადა ლატიპოვმა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი, მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ხოლო თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.

იხილეთ ვიდეო: დე ფაქტო უშიშროების სამსახური - ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რომ ბანკზე თავდამსხმელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოხვდეს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო