ლიბერთი #გულით და Lingwing-ის ერთობლივი პროექტი

დღეს, ლიბერთი ბანკსა და უცხო ენების სწავლების კომპანია Lingwing შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ლიბერთი მხარს დაუჭერს 500 აბიტურიენტის მომზადებას ინგლისურ ენაში. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ასევე უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების უცხო ენაში უსასყიდლოდ მომზადებას.

Lingwing უცხო ენების სწავლების ერთადერთი ქართული პლატფორმაა, რომელიც 4 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. Lingwing-ზე 200 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. პლატფორმა გამოირჩევა უნიკალური სწავლების მეთოდით, რომელიც მომხმარებლების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს და ოთხივე უნარს ერთდროულად ავითარებს უცხო ენის სწრაფად ასათვისებლად.

,,მოხარული ვარ, რომ ამ პროგრამის განხორციელება იწყება. გულწრფელი მადლობა ლიბერთის. ჩვენ ყველა წინა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ პროექტი წარმატებული იყოს, ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ახალი პროექტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ლიბერთის ახალმა და ახალგაზრდულმა გუნდმა ნამდვილად კარგად იცის, ახალგაზრდების განათლებაში ჩადებული ინვესტიციის მნიშვნელობა“, - ვატო ველიაშვილი, Lingwing-ის თანადამფუძნებელი.

,,ჩვენ ვაგრძელებთ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამას ლიბერთი #გულით და ამ პროექტში ჩართვით გვინდა ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ ქართული კომპანიის მიმართ, რომელსაც აქვს უცხო ენის შესწავლის ინოვაციური და ეფექტური პლატფორმა. ასევე, მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანადგომით 500-ზე მეტი აბიტურიენტი შეძლებს სასურველი უცხო ენის შესწავლას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში საშუალება მოგვეცა მხარი დავუჭიროთ სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების მომზადებას. მათ ხომ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობა ეხმიანება ერთის მხრივ, ბანკის სტრატეგიას იყოს მცირე და საშუალო ბიზნესების პარტნიორი და მხარდამჭერი, მეორეს მხრივ კი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განათლებას“, - გიორგი მაკარიძე, ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

პროექტში ჩართვის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა https://lingwing.com/ka/student 15 ნოემბრამდე.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში, აბიტურიენტების შერჩევას მოახდენს კომპანია Lingwing სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

(R)

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება