3-მილიარდიანი ინვესტიცია დედაქალაქის ცენტრში - Tbilisi Hills Golf & Residences ინოვაციური განვითარების ხედვით

3-მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი ქალაქის ცენტრში უკვე ახალ რეზიდენტებს იღებს. Tbilisi Hills Golf & Residences კრწანისში, მთავარი გზიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს.

პროექტი მესამე წელია ხორციელდება და 33 მილიონი ევროს ინვესტიციით გოლფის მოედანი, რესტორანი, გზა, კომუნიკაციების ქსელი და ერთი საცხოვრებელი სექტორი უკვე განვითარდა. Tbilisi Hills-ის მთავარი ინვესტორი ოლეგ ოსსინოვსკი - Skinest Group-ის დამფუძნებელია.

რა სარგებელს მოუტანს დედაქალაქს ესტონური ინვესტიციით განხორციელებული აღნიშნული პროექტი და რით განსხვავდება ის სხვა საცხოვრებელი კომპლექსებისგან, ამის შესახებ Tbilisi Hills Golf & Residences-ის კომერციულ დირექტორს მაია შანშიაშვილს ვესაუბრეთ:

რას მოიცავს Tbilisi Hills Golf & Residences-ის კომპლექსი და რა არის მისი მთავარი კონცეფცია?

ჩვენი ტერიტორია სრულად 331 ჰექტარს შეადგენს, რაც შეიძლება ითქვას, ბევრ ქალაქზე დიდია. აღნიშნული ტერიტორიიდან მხოლოდ 100 ჰექტარი გოლფის მოედანს უჭირავს. ეს საქართველოში ერთადერთი პროფესიონალური გოლფის მოედანია, შესაბამისად, ერთნაირად საინტერესოა როგორც აღნიშნული სპორტის პროფესიონალი მიმდევრებისთვის, ისე მოყვარულთათვის ან უბრალოდ მათთვის, ვისაც სურს ის შეისწავლოს.

გოლფის მოედანს ახლავს ტრენინგ ცენტრიც, რომლის პროფესიონალი ინსტრუქტორებიც ყველა მსურველს ასწავლიან თამაშის წესებს და შესაბამისი უნარების შეძენაში დაეხმარებიან. ჩვენი უცხოელი პროფესიონალი გოლფის მოთამაშეები ასწავლიან როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს და ნებისმიერი ასაკის ადამიანებს.

გარდა ამისა, პროფესიონალური გოლფის მოედნის მეშვეობით ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვუმასპინძლოთ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირს, რაც ქვეყნის და დედაქალაქის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.

რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, მოგეხსენებათ, მთელს მსოფლიოში გოლფის მოედნის ირგვლივ არსებული უძრავი ქონება მიიჩნევა ყველაზე ძვირადღირებულად და ყველაზე მაღალბიუჯეტურად. იქიდან გამომდინარე, რომ გოლფი, როგორც სპორტი საქართველოში პირველ ნაბიჯებს გადის, ჩვენ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ კონკურენტული ფასები გვაქვს. ჩვენი მთავარი კონცეფციაა ცხოვრების ჯანსაღი სტილის დამკვიდრება, ცხოვრების ხარისხის აწევა და ქართულ ბაზარზე ამ კუთხით ახალი ტენდენციების შემოტანა, რადგან რეალურად, ჩვენ დღეს კონკურენტი არ გვყავს.

როგორია განაშენიანების კონცეფცია? რა ტერიტორია ეთმობა რეკრეაციულ სივრცეს?

იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია ძალიან მასშტაბურია, მისი სექტორებად განვითარება გადავწყვიტეთ. ამჟამად, Tbilisi Hills-ის შუა გულის განვითარება თითქმის დასრულდა და მისი 65% უკვე გაყიდულია.

გარდა რეზიდენციებისა, ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარებაა დაგეგმილი. უფრო კონკრეტულად, 2022 წლისთვის ტერიტორიაზე ჩვენთან ფუნქციონირებას დაიწყებს სკოლა, საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი, ესტონური საცხობი, ღია საცურაო აუზი და ჩოგბურთის კორტები. ტერიტორიის დასახლებასთან ერთად, მოთხოვნიდან გამომდინარე, ტერიტორიას სხვა საჭირო ობიექტებიც დაემატება, იქნება ეს სილამაზის სალონი, ქიმწმენდა, აფთიაქი და სხვა.

Tbilisi Hills-ის მიწის ნაკვეთების გაყიდვა იწყება 2000 კვადრატული მეტრიდან. ჩვენი კონცეფცია მდგომარეობს სივრცეში, მინიმალისტურ არქიტექტურაში, გაშლილ ტერიტორიაში. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ისეთი პროექტია, რომელსაც არ გვსურს, რომ დავემსგავსოთ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია რეკრეაციული სივრცის განვითარება, სუფთა ჰაერი და ეკოლოგიური გარემო, რომელიც სინთეზში იქნება უსაფრთხოებისა და ცხოვრების მაღალ სტანდარტებთან.

ამასთან, მკაცრად გვაქვს განსაზღვრული Tbilisi Hills-ის არქიტექტურა, რომელიც არის მინიმალისტური. ჩვენ რეზიდენტს ვაძლევთ ორ არჩევანს: შეუძლია, თავად ააშენოს საცხოვრებელი სახლი ან ჩვენ შეგვიკვეთოს, თუმცა ორივე შემთხვევაში, არქიტექტურა ჩვენთან უნდა შეათანხმოს, რათა პროექტი საერთო კონტექსტიდან არ იყოს ამოვარდნილი.

ჩვენი სახლები არის ე.წ ესტონური სტილის არქიტექტურით შექმნილი, რომელიც ითვალისწინებს მინიმალისტურ და მაქსიმალურად კომფორტულ ცხოვრების სტილს. 21-ე საუკუნეში ამგვარი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი სახლები განსაკუთრებით პოპულარული გახდა.

რა ახალ შესაძლებლობებს აძლევს Tbilisi Hills რეზიდენტებს?

ეს არის ადგილი ქალაქის ცენტრში, საიდანაც მთელი თბილისი ხელის გულივით ჩანს. იშლება შავნაბადას ხედი, სადაც მოწყობილია პროფესიონალური გოლფის მოედანი. არ გაწუხებს გამონაბოლქვი, მანქანებისგან და ქალაქის გადატვირთული რეჟიმისგან გამოწვეული ხმაური და ამავდროულად, თავს დედაქალაქის მცხოვრებად გრძნობ.

ჩვენ მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებულები ცხოვრების ჯანსაღ სტილზე. დღეს მართლაც ფუფუნებაა დედაქალაქში, ცენტრალურ სამანქანო გზას გვერდით დაყვებოდეს ველობილიკი, რომელიც შეიძლება გამოიყენო ძაღლის გასასეირნებლად, ველოსიპედისთვის, დილით სარბენად, ბავშვის ეტლით გასეირნებისთვის და არ შეგაწუხოს ხმაურმა და მანქანის გამონაბოლქვმა.

ამასთან, ტერიტორია არის დახურული, აღჭურვილია ვიდეოკამერებით, ცოცხალი დაცვით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ყოფაში.

შეიძლება გახდეს თუ არა გოლფის პროფესიონალური მოედანი მაღალმხარჯველი ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულება?

დარწმუნებული ვართ, რომ ასე იქნება. ბევრი გოლფის მოყვარული ეძებს ახალ გამოცდილებას, სწორედ ამ სპორტის გამო მოგზაურობს. პროფესიონალური გოლფის მოედანი კი ასეთი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ჩვენი პროექტი ქალაქს ცნობადობის კუთხით ძალიან დაეხმარება.

საინტერესოა, როდის დასრულდება Tbilisi Hills-ის სამშენებლო სამუშაოები?

პროექტი 10 წელზეა გათვლილი, თუმცა მესამე წელია, ჩვენ ერთი სექტორი უკვე განვახორციელეთ, ჩვენთან ფუნქციონირებს რესტორანი ევროპული სამზარეულოთი, საიდანაც დედაქალაქის პანორამული ხედი იშლება.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორტიაზე სამშენებლო სამუშაოებისგან გამოწვეული ჩვეული დისკომფორტი არ იგრძნობა. ჩვენ ამ მხრივაც მკაცრი შეზღუდვები გვაქვს. სამუშაოების განხორციელების პროცესში მტვერიც კი არ არის, იმდენად მაღალი სტანდარტებით და მოწესრიგებულად ვმუშაობთ. როდესაც სხვა სექტორების განვითარებაზე გადავალთ, უკვე განაშენიანებული ტერიტორიის მცხოვრებლებს სამშენებლო სამუშაოებისგან გამოწვეული დისკომფორტი არ შეექმნებათ.

https://www.facebook.com/watch/?v=1890738847734539

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით