ეკატერინე დგებუაძის ინფორმაციით, თბილისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს

თბილისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 175-ე და 45-ე საჯარო სკოლების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მოსწავლეებს ვისაც სურვილი აქვთ, დისტანციურ ფორმატში გააგრძელონ სწავლა, ონლაინ სწავლების პორტალზე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ.

„სკოლებში სასწავლო პროცესი, მოსწავლეთა ინტერესებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, შერეულ ფორმატში მიმდინარეობს, რაც საგაკვეთილო პროცესის საკლასო ოთახებში წარმართვასთან ერთად ონლაინ სწავლებასაც მოიცავს. მინდა ვთხოვო ყველა მშობელს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესები. სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოა შექმნილი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, ხოლო მათ, ვისაც სურვილი აქვთ, დისტანციურ ფორმატში გააგრძელონ სწავლა, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ონლაინ სწავლების პორტალზე,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში აწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, რაც გულისხმობს, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით სკოლა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ან მთლიანად გადადის დისტანციურ სწავლებაზე, ან წერტილოვნად - კონკრეტული კლასი/სართული.

სამინისტრომ სასწავლო წლის დაწყებამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური აკვირდება და ამ მიმართულებით სკოლებში მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება.

აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო