სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიასთან საჯარო შეხვედრას ითხოვს

ცესკო ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ახალ დადგენილებებს, რომელიც სჭირდება „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ კომფორტულად გააყალბოს საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამადაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას სიტყვით მიმართა და მასთან საჯარო შეხვედრა მოითხოვა.

,,საკუთარ მარცხში დარწმუნებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ კორონაპანდემია გამოიყენოს საარჩევნო მიზნებისთვის. უკანასკნელ დღეებში ცესკო ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ახალ დადგენილებებს, რომელიც ქმნის პირობებს რაც სჭირდება „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ კომფორტულად გააყალბოს საპარლამენტო არჩევნები და დაწეროს ის შედეგები, რაც დაკვეთილია მათთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ და წაართვას ქართველ ხალხს უფლება ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

მინდა განვაცხადო „ქართული ოცნების“ და თამარ ჟვანიას გასაგონად, იმისათვის, რომ ამ არჩევნებს ჰქონდეს ლეგიტიმურობის პრეტენზია, როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იყოს ერთადერთი მიზნით, რომ უზრუნველყოს ყველა საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დაცვა. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, საქმის კურსში ჩავაყენებთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. მინდა მივმართო თამარ ჟვანიას, მოვითხოვთ საჯარო შეხვედრას, რომელიც გაშუქდება პრესაში იმისთვის, რომ ვისაუბროთ იმ კონკრეტულ პრობლემებზე როგორ იქნა მიღებული გასული დღეების მანძილზე გადაწყვეტილებები თქვენი უწყების მიერ, რომელიც დაგეგმილია არჩევნების გაყალბებისთვის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს