„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო

კომპანია „ბადაგონმა“ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, თანამშრომელთა PCR ტესტირება დაიწყო. ტესტირების პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა და ყველა თანამშროლის პასუხი კოვიდინფექციაზე უარყოფითია.

როგორც კომპანიაში ამბობენ, „ბადაგონი“ ითვალისწინებს მთავრობის რეკომენდაციებს და კომპანიაში მომუშავე ყველა ადამიანს, პერიოდულად, კომპანიის დაფინანსებით, ჩაუტარდება PCR ტესტი, რაც მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნითაა განპირობებული.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „ბადაგონისთვის“ პრიორიტეტულია თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, შესაბამისად, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სათაო ოფისი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ხოლო, მეღვინეობაში მომუშავე ადამიანები, ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად, გადანაწილდნენ ჯგუფებად.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ბადაგონში“ საშემოდგომო სამუშაოები მთელი დატვირთვით მიმდინარეობს. პანდემიის განმავლობაში არ შემცირებულა არც ერთი სამუშაო ადგილი და თითოეული თანამშრომელი უკლებლივ იღებს კუთვნილ ანაზღაურებას.

„ბადაგონის“ დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, ის მადლობას უხდის კომპანიის თითოეულ თანამშრომელს დადგენილი რეკომენდაციების და წესების ზედმიწევნით შესრულებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ „ბადაგონი“ მწვანე ზონის სტატუსს შეინარჩუნებს და მომხმარებელს პროდუქციას შეუფერხებლად მიაწვდის.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო