26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს

26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს. „1955 წლის 26 ოქტომბერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ავსტრიის უახლოეს ისტორიაში: ამ დღეს ავსტრიამ სუვერენიტეტი სრულად აღიდგინა. ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს მშობლებსა და ბებია-ბაბუებს მათი გამბედაობისათვის, რაც გახდა ჩვენი დღევანდელი კეთილდღეობის საწინდარი“, - ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ავსტრია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კვლავ ოკუპირებულ სახელმწიფოდ რჩებოდა. გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა შედეგად მოიტანა ის, რომ 1955 წლის 25 ოქტომბერს უკანასკნელმა უცხოელმა ჯარისკაცმა ქვეყნის ტერიტორია დატოვა. მომდევნო დღეს ავსტრიამ, მოიპოვა სრულად სუვერენიტეტი და მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.

თომას მიულმანმა ხაზი გაუსვა ავსტრიის ერთგულებას ეფექტიანი მულტილატერალიზმისადმი და მის ძალისხმევას ითანამშრომლოს მეგობრებთან და პარტნიორებთან.

„ამ თვალსაზრისით, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება მჭიდრო ადამიანურ ორთიერთობებს, წარმატებულ ბიზნეს კავშირებს, ინსტიტუტებსა და სააგენტოებს შორის კოოპერაციას, ასევე სტუდენტურ გაცვლით პროგრამებს. მით უფრო, საქართველო წარმოადგენს პრიორიტეტულ ქვეყანას განვითარების თანამშრომლობისათვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ სფეროებში, რომლებიც ქვეყნის კეთილდღეობის და მისი მრავალფეროვანი რეგიონების გაძლიერების საწინდარია. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში განსაკუთრებით მდგრადი ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სექტორების განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - აღნიშნა ელჩმა.

ავსტრიის საელჩო გარკვეულ აქტივობებს ონლაინ რეჟიმში გეგმავს. როგორც რთულ პერიოდში ერთად დგომის სიმბოლოს, ის გთავაზობთ ვიდეოს - „გულითადი სალამი საქართველოს ავსტრიიდან“, რომლის ნახვაც მომავალ დღეებში შეგეძლებათ ონლაინ და ასევე, ქალაქ თბილისის ცენტრში განთავსებულ მონიტორებზე.

ამასთან, ავსტრიის საელჩო ამზადებს ონლაინ ქვიზს - ავსტრია-საქართველოს ურთიერთობების თემაზე (www.austriageorgia.ge). „მე ვიწვევ განსაკუთრებით 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს მასში მონაწილეობის მისაღებად. გარწმუნეთ, რომ თქვენ ჩვენი ურთიერთობების შესახებ ახალ ფაქტებსაც შეიტყობთ“, - განაცხადა ელჩმა.

ინფორმაციას საქართველოში ავსტრიის საელჩო ავრცელებს.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით