პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი

პარტიამ "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" დღეს გუნდის ხედვა წარადგინა განათლების მიმართულებით. რა პრიორიტეტულ მიმართულებებს ითვალისწინებს პარტიის მიერ წარდგენილი ხედვა და როგორი უნდა იყოს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული განათლების სისტემა, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ პარტია "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი ესაუბრა.

- რას ითვალისწინებს პარტია "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" მიერ წარდგენილი ხედვა განათლების სფეროსთან დაკავშირებით, რა ძირითად აქცენტებზეა საუბარი?

- ჩვენი პრეზენტაციის ძირითადი აქცენტია ის, რომ აუცილებლად არის სკოლებში რეფორმები გასატარებელი. განათლების სისტემაში აქამდე განხორციელებული რეფორმები არ იყო კომპლექსური და ფუნდამენტური. ჩვენ თუ არ დავიწყებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს, კერძოდ, სკოლებში ხარისხის გაუმჯობესებას, საბოლოო ჯამში, არასდროს გვექნება ისეთი გამართული სისტემა, როგორიც განვითარებულ ქვეყნებს აქვთ.

- პრეზენტაციისას საუბარი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებებში თვითმმართველობების გაძლიერებასა და პედაგოგებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვაზე, რატომ მიიქცია პარტიის ყურადღება აღნიშნულმა მიმართულებებმა, რა პრობლემებს ხედავთ?

- ყველამ ვიცით, რომ სკოლის პედაგოგებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო პროცესებში, ჩაებან გარკვეულ პარტიულ საქმიანობებში. ჩვენ გვახსოვს ძალიან ტრაგიკული შემთხვევა სამეგრელოში, როდესაც ერთ-ერთი სკოლის დირექტორი წინასაარჩევნოდ ნერვიულობის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, შედეგი კი სავალალო დადგა. ჩვენ ზუსტად ამას ვამბობთ, რომ არ შეიძლება სკოლა დამოკიდებული იყოს სისტემაზე. სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს მხოლოდ მოსწავლეების სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია გვყავდეს პედაგოგების მიერ არჩეული დირექტორი, რომელსაც მშობელთა სამეურვეო საბჭოები დაამტკიცებენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ სკოლა თავისუფალი უნდა იყოს საარჩევნო პროცესებისგან, სკოლას სხვა მისია აკისრია, მან ჩვენი მოსწავლეების განათლებაზე უნდა იზრუნოს.

მეორე მხრივ, თუ გვინდა სკოლა იყოს ისეთი, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია, აუცილებელია მთავარი აქცენტი ორიენტირებული იყოს ბავშვების უნარებზე. უნდა გავაძლიეროთ ბავშვებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, იმისთვის, რომ რეალურად მივიღოთ ხარისხიანი სკოლა. ხარისხიან სკოლას კი ჯაჭვური რეაქცია ექნება, ჩვენ ამით გავაუმჯობესებთ პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ხარისხსაც.

- განათლების სფეროსთან დაკავშირებული ხედვების წარდგენისას, საუბარი იყოკომაროვის მოდელზე“, კონკრეტულად რას გულისხმობსკომაროვის მოდელი”?

- კომაროვს აქვს არაჩვეულებრივი ფილოსოფია. კომაროვი ახალისებს ბავშვებში მეტი კითხვის დასმას. კომაროვს ჰყავს კვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც ყველა დასმულ შეკითხვაზე უზრუნველყოფენ პასუხის გაცემას.

კომაროვის ფილოსოფიაა, ის რომ ძირითადად ყოფილი კომაროველები ჰყავთ პედაგოგებად, რა თქმა უნდა, ისინი მშობლიური სკოლის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულები.

შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ კომაროვის სკოლის ფუნდამენტური ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ კომაროვის ბავშვები ორ საგანში, კერძოდ, ზოგად უნარებში და მათემატიკაში არ ემზადებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ კომაროველი ბავშვების მშობლები ორჯერ ნაკლებს იხდიან რეპეტიტორებთან მომზადებაში.

შესაბამისად, კომაროვი უკეთესი საჯარო სკოლაა, ვიდრე სხვა სკოლები. „კომაროვის მოდელს“ დავუმატებთ მშობლების დაკვეთას ხარისხზე. ჩვენ ვიცით, რომ კერძო სკოლები საჯარო სკოლას ხარისხის თვალსაზრისით ბევრად სჯობს, სწორედ იმიტომ, რომ დამკვეთი მშობელია და მან უკეთ იცის, რა განათლება არის უკეთესი მისი შვილისთვის.

- პრეზენტაციაზე საუბარი იყო ასევე, სოფლის მეურნობის არაერთი დარგის განვითარებაზე. რატომ მიიქცია აღნიშნულმა დარგებმა ყურადღება?

- ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა. ჩვენთვის პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობა. ამაზე კი რამდენიმე დღეში გვექნება პრეზენტაცია, სადაც უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს