იოსებ ხახალეიშვილი ანსამბლ "ქართული ხმების" წევრებთან ერთად ნიკეას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს ამჯერად ნიკეას ქუჩაზე შეხვდა და მათ საარჩევნო ბუკლეტები დაურიგა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდასაჭერად ქუთაისში ჩამოსული ანსამბლ "ქართული ხმების" წევრები.

მათ მოსახლეობას კანდიდატთან ერთად გააცნეს საარჩევნო პროგრამა, ესაუბრნენ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც მომავალი მერსა და ზოგადად „ქართულ ოცნებას“ უპირველეს განსახორციელებელ საკითხებად აქვს პროგრამაში. ასევე ხაზი გაესვა სულ მალე ნიკეას ქუჩის ახალი სტატუსის ქუთაისის შემოსასვლელის და ფუნქციას.

"ჩვენ შევხვდით ადამიანებს, რომლებსაც უნდათ თანამედროვე, ინფრასტრუქტურულად გამართულ ქალაქში ცხოვრება და ამის გამო ყველაფრისთვის მზად არიან. საუბრისას ჩვენ შევთანხმდით ორ რამეზე, პირველი, რომ ის პრობლემები, რომლებიც 9 წლის წინ არსებობდა, უკვე აღარ არსებობს. დღეს ჩვენ ახალ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ე.ი. დროთა განმავლობაში ყველაფერი გვარდება და მეორე, ის რომ ქუთაისს ყავს ძალიან ღირსეული მერობის კანდიდატი, რომელსაც ნამდვილად შესტკივა გული მშობლიურ ქალაქზე", - განაცხადა "ქართული ხმების“ წევრმა თემურ ჭკუასელმა.

იოსებ ხახალეიშვილის თქმით, პრობლემა არსებობს, მაგრამ ნაწილი მოგვარებული და ნაწილი უახლოეს მომავალში მოსაგვარებელია.

"დღეს შევხვდით ნიკეას ქუჩის მოსახლეობას. იგი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ფართე, გრძელი და ურბანულად დატვირთული ქუჩაა. პრობლემა აქაც არსებობს, მაგრამ ნაწილი მოგვარებული და ნაწილი უახლოეს მომავალში მოსაგვარებელია. რაც მთავარია დღევანდელ შეხვედრაზე ზურგს მიმაგრებდნენ ღირსეული და ყველასთვის საყვარელი ადამიანები, რომლებმაც ამ შეხვედრას სხვა ელფერი შესძინეს და ადვილად იპოვეს საერთო ენა ჩვენს თანაქალაქელებთან", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში