ეფექტური ლოგისტიკა, როგორც სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების მექანიზმი (R)

ლოგისტიკისა და სამშენებლო ინდუსტრიის ურთიერთკავშირზე სამშენებლო-სარემონტო მასალების კომპანია მოდუსის ლოგისტიკის ხელმძღვანელი ხათუნა ვერძაძე და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Kairos Logistics-ის გაყიდვების სპეციალისტი ერეკლე ჭყონია გვესაუბრა:

შემოდგომა სამშენებლო ბიზნესისთვის ერთ-ერთი აქტიური პერიოდია, რა ხდება ამ დროს ლოგისტიკაში?

ერეკლე ჭყონია: ლოგისტიკური კომპანიებისთვის შემოდგომის სეზონი ერთ-ერთი აქტიურია სამშენებლო მასალების გადაზიდვების მხრივ, ვინაიდან ამ პერიოდში მშენებლობის პროცესი ფართო მასშტაბებს იძენს. მასალების გადაზიდვას ვახორციელებთ, როგორც სახმელეთო ტრანსპორტით, ასევე საზღვაო და საჰაერო რესურსებით (დამოკიდებულია მდებარეობარეობის ხელსაყრელობაზე). ვცდილობთ, ყველა სეზონურ გამოწვევას მობილიზებულად შევხვდეთ გამართული სატრანსპორტო სისტემით და არ შევუქმნათ პრობლემა სამეშენებლო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. უმთავრესი ფაქტორი არის ის, რომ ნებისმიერი პოტენციური კლიენტის შემთხვევაში ურთიერთობას ვიწყებთ მათი სპეციფიკის დეტალური გაცნობით, მაქსიმალურად ვსწავლობთ პროდუქტს, რომლის შემოტანას, ან გატანას ვგეგმავთ. ლოჯისტიკური ეთიკა არის საფუძველი ჩვენი წარმატებული საქმიანობის და სტაბილური თანამშრომლობის პარტნიორებთან. ვმუშაობთ ყველასთან ინდივიდუალურად, არის საკითხები რაც კონფიდენციალურია თითოეულ შემთხვევაში და ჩვენთან განსაკუთრებით დაცულია ეს საკითხი.

კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, როგორი მდგომარეობაა დღეს?

ერეკლე ჭყონია: ლოჯისტიკა ზოგად სპექტრში დიდი და მრავალფეროვანი დარგია, რომელიც გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით და შესაბამისად უამრავი ფაქტორი არსებობს, რომელიც რეალურად მოქმედებს პროცესის გამართულობაზე. ამიტომ ჩვენს სფეროში აუცილებელია მუდმივი მუშობა და პულსის შეგრძნება იმისთვის, რომ კლიენტმა თავი იგრძნოს მშვიდად. ბუნებრივია შექმნილმა ვითარებამ იმოქმედა მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ეს არ გვაბრკოლებს. კრიზისულ ვითარებაში კიდევ უფრო აქტიურად ვართ ჩართულნი ჩვენი დამკვეთების საქმიანობაში და წამოჭრილ პრობლემატურ საკითხებში. ჩვენ არ ვჩერდებით არცერთ ვითარებაში და მუდმივად ვმუშობთ ლოჯისტიკური პირობების გასაუმჯობესებლად.

რას გულისხმობს კაიროსის და მოდუსის ბიზნეს ურთიერთობა?

ერეკლე ჭყონია: კომპანია „მოდუსთან“ გვაკავშირებს 3 წლიანი პარტნიორული ურთიერთობა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ შევძელით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა ერთობლივი მუშაობის შედეგად. რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალყურს „მოდუსის“ განვითარებას ქართულ ბაზარზე და პირველ რიგში ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ერთგულად ვგულშემატკივრობთ ნებისმიერ პარტნიორს მათი განვითარების გზაზე. რეგულარულად ვახდენთ, როგორც საქმიან სატელეფონო კომუნიკაციას, ასევე ვგეგმავთ ბიზნეს შეხვედრებს, რათა გავეცნოთ აქტუალურ საკითხებს. ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პარტნიორებთან სწორ კომუნიკაციას და სერვისი მორგებული გვაქვს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. შესაბამისად ვახერხებთ ოპტიმალური პირობების შეთავაზებას კომპანია „მოდუსისთვის“, რომლისთვისაც დღეს უკვე შემოგვაქვს სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალები: ლამინატი, საღებავები, სანტექნიკა, შპალერი და სხვა სახის პროდუქტები. გარდა ამისა ყოველთვის ვცდილობთ მათთვის შევქმნათ საინტერესო გარემო, რომელსაც ემსახურება ის ბიზნეს ფორუმები და ივენთები, რასაც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ვგეგმავთ. კომპანია „მოდუსი“ ყოველთვის აქტიურად არის ჩართული და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობს ჩვენთან. სამომავლოდ მნიშვნელოვანია გავაღრმაოთ და კიდე უფრო მჭიდრო გავხადოთ ეს ურთიერთობა, რისი პერსპექტივაც დიდია ჩვენს შემთხვევაში.

როგორ დაიწყო მოდუსის და კაიროსის ურთიერთობა

კომპანია მოდუსის საქმიანობისათვის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი სწორედ ლოგისტიკაა ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვეპოვნა სანდო, გამართული და სტაბილური ლოგისტიკური პარტნიორი, სწორედ ამიტომაც გვაკავშირებს 3 წლიანი ურთიერთობა Kairos Logistics-თან, ისინი ჩვენ გვთავაზობენ დროული მიწოდების სერვისს,ტვირთის უსაფრთხოებას, გამართულ სატრანსპორტო საშუალებებს, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით მათთან უერთიერთობა ჩვენთვის ძალიან კომფორტულია, ამასთანავე დავძენ რომ როგორც ჩვენ ისე Kairos Logistics ნებისმიერ არსებულ პრობლემას გაგებით ვეკიდებით, ჩვენს შორის მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებებით განვითარების გზების ძიება, მუდმივი კომუნიკაცია და შეხვედრები.

გადაზიდვების და იმპორტის გამოწვევები პანდემიის პირობებში

მოგეხსენებათ შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია ნებისმიერ დარგსა და მიმართულებაზე, ამიტომ გამონაკლისი არც ლოჯისტიკური სფერო ყოფილა, სწორედ ამიტომ ჩვენს მიერ გახორციელებულ ნებისმიერ გადაზიდვაზე უნდა მიგვეღო გარანტია საქმის სწორად წარმართვასა და ტვირთის უსაფრთხოდ შემოტანაზე, ამისთვის კი სწორი ლოგისტიკური კომპანიის შერჩევა იყო საჭირო, თუმცა ამ ვითარებაშიც კი არ გვიგრძვნია რაიმე შიშის ფაქტორი, რადგან ჩვენ ავირჩიეთ Kairos Logistics, ეს არჩევანი კი გვაძლევდა იმის საშუალებას რომ თავი მშვიდად გვეგრძნო.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა