Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრულ მარკეტინგში

Admixer-სარეკლამო პროდუქტების საერთაშორისო ეკოსისტემაა, რომელიც ციფრული მედია ბაზრის მონაწილეებს აერთიანებს და მათ ინტერაქტიული რეკლამის შეძენის, გამართვისა და შექმნის პროცესში ეხმარება. Admixer-ის ეკოსისტემა ბაზრის აბსოლუტურად ყველა მოთამაშის პროდუქტიულ თანამშრომლობას ითვალისწინებს: საიტების, ფაბლიშერების, მედიაჰოლდინგების, ონლაინ კინოთეატრების, აპლიკაციების, სეილს-ჰაუსების, სარეკლამო ქსელების, მონაცემთა მომწოდებლების, სარეკლამო სააგენტოებისა და რეკლამების დამკვეთების. სისტემა მოიცავს იმ მედიასაც, რომელიც, ხშირად, არაციფრულად მიიჩნევა - ტელევიზია, OTT, რადიო, DOOH, indoor და სატრანსპორტო საშუალებები.

“Admixer-ის გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანია, უზრუნველყოს ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაცია, რათა ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ“, – აცხადებს Admixer Advertising-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ბრეუსი.

კომპანია ისეთი პროდუქტების წარმომადგენელი და პარტნიორია, როგორებიცაა: Google Marketing Platform, Viber, InMobi, Tinder, Opera და მრავალი სხვა, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებსა და პრაქტიკას დანერგავს. Admixer Advertising ბაზარზე 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. მას უკვე რამდენიმე ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდავეთი, ლატვია და ყაზახეთი. მიმდინარე წელს Admixer-ის გუნდს საქართველოც შეუერთდა. Admixer.ge-ის მიზანია - გაამარტივოს საქმიანი მიდგომა და ურთიერთობები ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის, გააცნოს ინვენტარის მონეტიზების ახალი შესაძლებლობები და ეფექტიანი სარეკლამო კამპანიების საწარმოებლად დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერით უზრუნველყოს.

„წლის ბოლომდე კომპანია ტექნიკური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც ბაზრის ქართველ მოთამაშეებს დაეხმარება, შექმნან ძლიერი ადგილობრივი პროგრამატიკული პროდუქტები. ამასთანავე, ამუშავდება ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი გახდება ლოკალური ინვენტარისა და მონაცემების შეძენა-გაყიდვა. და კიდევ, ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო პროგრამატიკ-ეკოსისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობასაც გააჩენს“, - აცხადებს Admixer Advertising Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ტიკარაძე.

საქართველოში Admixer-ის მიზანია: გაამარტივოს საქმიანი მიდგომა და ურთიერთობები ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის, გააცნოს ინვენტარის მონეტიზების ახალი შესაძლებლობები და ეფექტიანი სარეკლამო კამპანიების საწარმოებლად დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერით უზრუნველყოს.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა