კავკასიის უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტში არ დაფიქსირებულა კოვიდ ინფიცირების ფაქტი.

კავკასიის უნივერსიტეტის ინიციატივით, 22 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ ჩატარდა შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების დაცვაზე, რის საფუძველზეც უნივერსიტეტმა მიიღო დადებითი შეფასება.

განვმარტავთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტში საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს ყველა რეგულაციის დაცვით. კოვიდ ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, კავკასიის უნივერსიტეტი იმოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების მიხედვით. კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფი სტუდენტი გამოცდებს აღადგენს მოგვიანებით. სტუდენტებს აქტიური და ღია კომუნიკაცია აქვთ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის დეკანატებთან.

აქვე აღვნიშნავთ, გამოცდები არ ჩატარდება 30, 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, კავკასიის უნივერსიტეტში მიმდინარე საგამოცდო პროცესის ჩაშლისა და უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვის მიზნით. კავკასიის უნივერსიტეტისთვის ჯანმრთელობა და ხარისხიანი განათლება პრიორიტეტულია."

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა