კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს

კოლიერსი საკუთარი სამშენებლო სერვისების ახალ ეტაპზე გადაყვანას აანონსებს. ამ მიმართულებით მისი პარტნიორი რეგიონალური კომპანია Bates-ი ხდება. სამშენებლო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია საქართველოში, შესაბამისად, სამშენებლო სერვისების მიმართ მოთხოვნამ ფორმირება განიცადა და ხშირ შემთხვევაში, მაღალი ხარისხის კომპეტენციას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას მოიაზრებს, სწორედ ამიტომ, შედგა კოლაბორაცია კომპანია Bates-სა და კოლიერსს შორის და კომპანიებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ბეიტსი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად მზარდი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია 20 წელზე მეტია ოპერირებს და ამჟამად 100 პროფესიონალ თანამშრომელს აერთიანებს. ბეიტსი სპეციალიზირებულია არქიტექტურული, მშენებლობის მენეჯმენტისა და პროექტების მენეჯმენტის სერვისების მიწოდებაზე. მისი მომსახურების სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და ფარავს: სასტუმრო და გასართობ, ინდუსტრიულ, საოფისე, ნავთობისა და გაზის, საცხოვრებელ, კომერციულ, ინფრასტრუქტურულ და მუნიციპალურ სექტორებს.

ბეიტსის კლიენტები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: American Express; Coca-cola, Ernst and Young, Microsoft; US Embassies, USAID, Deloitte, Cisco VMware, OMV, MOL, Hellenic Petroleum და სხვები. მათი შესრულებული პროექტები საკმაოდ მასშტაბური, კომპლექსური და რთულად აღსასრულებელია. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ბეიტსს განხორციელებული აქვს სასტუმრო Radisson Old Mill-ის პროექტი აღმოსავლეთ ევროპაში, ხარჯების მენეჯმენტი სასტუმროებში: Intecontinental Ljublana და W hotel Belgrade, პროექტის მენეჯმენტი უზბეკეთში მდებარე სასტუმროში - Hyatt Regency, ოფისების მიმართულებით შესრულებული აქვს: Microsof, Cisco, Vmware, HP, P&G, Porsche SGG Headquarters, EY, UNDP, Delloitte-ის პროექტები, ინფრასტრუქტურული კუთხით კი ჩართულები იყვნენ Belgrade Waterfront-ის პროექტში.

უნდა აღინიშნოს, რომ კოლირსის სამშენებლო მიმართულება საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან გაჩნდა და ძირითადად პროექტის ზედამხედველობით და საკონსულტაციო მომსახურებით იყო წარმოდგენილი, ახლა კი, Bates-თან პარტნიორობით, კომპანია იმედოვნებს, რომ ქართველ მომხმარებელს თვისობრივად ახალ მომსახურებას შესთავაზებს და სამშენებლო მიმართულებას შემდეგ საფეხურზე გადაიყვანს, რაც პროექტების მენეჯმენტს და სხვა რელევანტურ სერვისებს მოიცავს.

დღესდღეობით პროექტების ეფექტური მართვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორები მრავალი გამოწვევის წინაშე არიან. ამ მოცემულობაში, დეველოპერებისა თუ მშენებლების ამოცანაა მოახდინონ დანახარჯების ოპტიმიზაცია, შეამცირონ დროითი დანახარჯი და განახორციელონ საერთაშორისო სტანდარტების პროექტები. სწორედ ამ ამოცანების გადაჭრას სთავაზობენ კოლიერსი და Bates-ი ქართულ ბაზარს.

george.asatiani@colliers.ge | +995 599 509 374

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა