“თიბისი“ მომხმარებელს ურჩევს კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების გამოყენებით გადაიხადოს

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „თიბისი“ მომხმარებლებს ურჩევს, კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით გადარიცხონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „თიბისის“ მობაილ და ინტერნეტბანკში შესაძლებელია ავტომატური გადარიცხვის ფუნქციონალის გააქტიურება და კომუნალური გადასახადების ყოველი თვის განსაზღვრულ რიცხვში გადახდა.

როგორც „თიბისიში“ განმარტავენ, ამ გზით მომხმარებელი საკომისიო გადასახადს არ გადაიხდის და დაზოგავს დროს.

„ამასთანავე, „თიბისის“ მობაილ და ინტერნეტბანკს უკვე დაემატა კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალიც, რაც არსებული ან ახალი კომუნალური გადასახადების შაბლონების დაჯგუფების და მათი სასურველი ტიპის ჯგუფში გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა. ასე გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. „თიბისისთვის“ მთავარი პრიორიტეტი გუნდის და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. პანდემიის დაწყების დღიდან, ბანკმა მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით „თიბისის“ გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს არაერთ სიახლეს შესთავაზებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს