ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდნენ

„ევროპული საქართველოს“ წევრები ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან მათ მიიღეს დაპირება, რომ ცესკო დაარეგისტრირებს თვითიზოლაციაში მყოფ თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც რეგისტრაციის ვადებში გადასატანი ყუთით მომსახურებას მოითხოვს.

ამასთან, ხოშტარიას ინფორმაციით, გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფი პირების რეგისტრაციის ვადაც.

„რასაც მივაღწიეთ ეს არის რამდენიმე საათით ცხელ ხაზზე ზარების მიღების გადაწევა. ეს პირველ რიგში მოქალაქეებმა უნდა გაიგონ - გააგრძელეთ ცხელ ხაზზე დარეკვა, ვისაც რეგისტრირების სურვილი გაქვთ. 18:00 საათამდე ზარებს მიიღებენ.

მივიღეთ პირობა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომლის ზარიც შევიდა და ვერ უპასუხეს, გადაურეკავენ და დაარეგისტრირებენ. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ აუცილებლად. ნებისმიერი ერთი შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს, რომ არ დაურეკეს, მოგვმართეთ და გავაგრძელებთ ამ წნეხს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ცესკო-ში, შეხვედრის დაწყებამდე, მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დაცვის წევრები „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ