ამირან გამყრელიძე - დიახ, ჩვენ გვექნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა ზრდა, მაგრამ ეს ზრდა მართვადია, კონტროლს ექვემდებარება

დიახ, ჩვენ გვექნება შემთხვევათა ზრდა - ეს არ დამთავრდება ნოემბერში, დეკემბერში ან მარტი-აპრილში, ეს საკმაოდ კარგა ხანს იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა კოვიდინფიცირების გაზრდილ მაჩვენებლებს მართავს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„დიახ ჩვენ გვექნება შემთხვევათა ზრდა, მაგრამ ეს ზრდა მართვადია, კონტროლს ექვემდებარება. ჯანდაცვის სისტემა შესაბამის პასუხს აძლევს მომატებულ მაჩვენებლებს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯანდაცვის სისტემა მართავს სიტუაციას. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიის განვითარების ამ ეტაპზე თანამშრომლობას სახელმწიფოს, სამედიცინო სექტორის და მოსახლეობას შორის, ანუ სინქრონიზებული, ერთიანი პასუხი ამ დიდ გამოწვევაზე, რომელიც პირდაპირ გეტყვით არ არის მარტივი.

ის არ დამთავრდება ნოემბერში, დეკემბერში ან მარტში და აპრილში - ის საკმაოდ კარგა ხანს იქნება, ამიტომ მთავარი სლოგანი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ძალაშია და უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებზედაც ხშირად ვსაუბრობთ და თავიც მოგაწყინეთ, მაგრამ სულ უნდა შეგახსენოთ. აუცილებელია პირბადის გამოყენება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, აუცილებელია დისტანციის დაცვა, ჰიგიენის წესების დაცვა და სხვადასხვა სადენზინფექციო საშუალების გამოყენება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი ინფორმაციის მოქალაქეებამდე მიტანას იმისთვის, რომ მოსახლეობაში არ იყოს პანიკა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო