გიგი უგულავა - კობახიძის ეს განცხადებები სუს-ის და შეშინებული „ქართული ოცნების“ კრუნჩხვებია

ეს „ქართული ოცნების“ კრუნჩხვებია, რადგან არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან და ამ სრულიად ანტისახელმწიფოებრივი ქმედების, „ლოქდაუნის“, ქვეყნის კვლავ ჩაკეტვის საწინააღმდეგოდ ზღაპარი, სისულელე და ბოდვა მოიგონეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა.

მისივე თქმით, კობახიძის განცხადებები იმ ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობაა, რასაც „ქართული ოცნება“ ორშაბათს, „ლოქდაუნის“ სახით აპირებს, რომელიც არა ჯანდაცვაზე ზრუნვას, არამედ კიდევ უფრო მეტად, ეკონომიკის მოსპობას ემსახურება.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ „ქართული ოცნების“, ივანიშვილისა და გახარიას სრულიად ანტისახელმწიფოებრივი და არადამიანური გეგმა გავასაჯაროვეთ, ორშაბათიდან ისინი „ლოქდაუნს“ აპირებენ, ანუ ქვეყნის კვლავ ჩაკეტვას, ვითომ ჩვენ ჯანდაცვაზე ზრუნვით და კიდევ უფრო მეტად ეკონომიკის მოსპობას, მაგრამ სინამდვილეში ამის მიზეზი ის გასაჭირია, რაც „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებზე უდგას, რომ მეორე ტურში მანიპულაცია მოახდინოს. ამის შემდეგ ეს შეშინებული, შლეგი და ღლაპი ბავშვი კობახიძე გამოდის და მათ შტაბში მოგონილ სრულ სიცრუესა და ბოდვას იწყებს.

„ევროპულ საქართველოს“ IPM-თან არანაირი კვლევა არ დაუკვეთია. ეს კობახიძისა და სუს-ის და შეშინებული „ქართული ოცნების“ კრუნჩხვებია, ისინი არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან და ამ სრულიად ანტისახელმწიფოებრივი ქმედების, „ლოქდაუნის“ საწინააღმდეგოდ ზღაპარი, სისულელე და ბოდვა მოიგონეს იმისთვის, რომ შემდეგ, მათი პროპაგანდისტული მანქანით საზოგადოების ყურადღება იმ რეალური პრობლემიდან გადაიტანონ, რის შექმნასაც ისინი ქვეყანაში აპირებენ“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, „რადიკალურ ოპოზიციასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა კომპანიამ - „აიპიემ“-მა დაკვეთილი კვლევის ანკეტაშიც ჩაწერა კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ, ხოლო კითხვის პასუხებს შორის მოქალაქეებს შესთავაზეს „გამაოგნებული პასუხი“ - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება“.

„ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს! ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი და არანაკლებ გამაოგნებელია მათი პარტნიორი კვლევითი კომპანიის წარმომადგენლების რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ კვლევითი კომპანიები ინფორმირებულები არიან და იციან მოსახლეობის რეალური განწყობები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო