ნოდარ ხარშილაძე - ირაკლი კობახიძე საქართველოში, ალბათ ყველაზე რადიკალური განცხადებების ავტორია, მისი ლოგიკა საეჭვოა

ექსპერტ ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ლოგიკა საეჭვოა. ექსპერტის აზრით, კობახიძეს „ნდობის კრედიტი“ აღარ დარჩა.

ირაკლი კობახიძე საქართველოში, ალბათ ყველაზე რადიკალური განცხადებების ავტორია. ეს ფაქტია. გამომდინარე იქიდან, რომ ის არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ამასთან ერთად, მას ძალიან ხშირად აქვს ხოლმე შენიშვნები და ქილიკობს სხვადასხვა კვლევებზე. არ დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად ის იყო, ვინც პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში 15%-იანი ცდომილებით გამოაცხადა შედეგები, თავისი გამოცხადებით და არა რომელიმე კომპანიის. ის იყო, ვინც 53% დააანონსა პირველ ტურში. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ რაიმე ნდობის კრედიტი დარჩა ბატონ ირაკლის და მისი ლოგიკაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, საეჭვოა ყველა მიმართულებით. არ მგონია, რომ ბევრი ვარაუდი შეიძლება გამოითქვას იმის შესახებ, რა არის ირაკლი კობახიძის მოტივაცია ამ ეტპაზე“,- განუცხადა ხარშილაძემ „ინტერპრესნიუსს“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება დემოკრატიული“ საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს. „იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს“,- განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“