ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ "მთავარი არხისა" და "TV 1"-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ "მთავარი არხისა" და "TV 1"-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა.

"არქის" თქმით, ყოველივე ზემოთხსენებული იყო ტყუილი, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და საზოგადოება შეცდომაში შეყავდა. გარდა ამისა, სიუჟეტში გამოყენებული მშენებლობის კადრები ასევე არ ასახავდა რეალობას, ვინაიდან დღემდე მშენებლობის პროცესი ამ მიწაზე არ დაწყებულა.

შესაბამისად, კომპანია "არქიმ", მისმა დამფუძნებელმა ილია წულაიამ და არქის შვილობილმა კომპანიამ საჩივრით მიმართეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. 2020 წლის 27 ოქტომბერს კი ქარტიამ დავა "არქის" სასარგებლოდ გადაწყვიტა და დაადგინა, რომ "მთავარმა არხმა" და "TV პირველმა" ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვიეს.

„ჩვენ ვთხოვთ ტელეკომპანიებს, იყვნენ ობიექტური და სამართლიანი. ის არასწორი ინფორმაცია, რომელიც მთავარი არხისა და ტვ პირველის ეთერით გაშუქდა, ჩვენს საქმიან რეპუტაციას აყენებს ზიანს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. კანონის დაცვა და ეკოლოგიაზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის მთავარი პრინციპებია, შესაბამისად მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით მტკივნეულია. ჩვენ ასევე მივმართეთ სასამართლოს, სადაც ვითხოვთ როგორც აღნიშნული ცრუ ინფორმაციის უარყოფას ტელეკომპანიების მხრიდან, ასევე ზიანის ანაზღაურებას და დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლოშიც გავიმარჯვებთ“, - ამბობენ კომპანია "არქიში".

(R)

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება