კახა კალაძე - ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 2 დღე

ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 2 დღე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ვოლსკის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო თქვენი როლი და ჩართულობა ამ ბრძოლაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დემოკრატიული პროგრესული და ჰუმანური ხელისუფლება დამკვიდრდა და ერთხელ და სამუდამოდ ვუთხარით არა ძალადობრივ, ბნელ წარსულს. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა მოქალაქეებზე. ჩვენ ყველამ ეს ჩავაბარეთ წარსულს. მიღწეული წარმატებების პარალელურად, რა თქმა უნდა, პროგრესი კვლავ უნდა გაგრძელდეს და „ქართული ოცნების“ თაოსნობით ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება უნდა განაგრძოს. როგორც ქალაქის მერმა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის პრიორიტეტული უბნები და რაიონები არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება ყველა უბანთან, ყველა რაიონთან და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად პროგრესისა, კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებიც აუცილებლად მოგვარდება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კახა კალაძე - ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 2 დღე

ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 2 დღე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ვოლსკის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო თქვენი როლი და ჩართულობა ამ ბრძოლაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დემოკრატიული პროგრესული და ჰუმანური ხელისუფლება დამკვიდრდა და ერთხელ და სამუდამოდ ვუთხარით არა ძალადობრივ, ბნელ წარსულს. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა მოქალაქეებზე. ჩვენ ყველამ ეს ჩავაბარეთ წარსულს. მიღწეული წარმატებების პარალელურად, რა თქმა უნდა, პროგრესი კვლავ უნდა გაგრძელდეს და „ქართული ოცნების“ თაოსნობით ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება უნდა განაგრძოს. როგორც ქალაქის მერმა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის პრიორიტეტული უბნები და რაიონები არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება ყველა უბანთან, ყველა რაიონთან და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად პროგრესისა, კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებიც აუცილებლად მოგვარდება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია