პაატა ბურჭულაძე - არ მახსენდება არცერთი შიდა მტერი, როგორიც „ქართული ოცნებაა“

ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მახსენდება არცერთი შიდა მტერი ისეთი, როგორიც არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ამდენი ზიანი მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობას, - ამის შესახებ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, „ხელისუფლებამ თავზე დაგვასვა პრეზიდენტი, რომელმაც ქართული ენა არ იცის და საქართველო სამშობლო არ არის“.

„საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მტრები, მაგრამ ყველაზე საშინელი მტერი შიდა მტერი იყო. ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მახსენდება არცერთი შიდა მტერი ისეთი, როგორიც არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ამდენი ზიანი მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობას. 8 წლის განმავლობაში რა გაგვიკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა დამონებულმა მთავრობამ? თავზე დაგვასვა პრეზიდენტი, რომელმაც ქართული ენა არ იცის და რომლისთვისაც საქართველო სამშობლო არ არის. თავზე დაგვასვა პრემიერი, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვიყოთ პატრიოტები და ამავე დროს, გულანთებულ, ნამდვილ პატრიოტებს თვალები დათხარა და სისხლი დაღვარა. არაფერს ვილაპარაკებ ძალოვნებზე, პროკურატურაზე, სასამართლოზე“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.

„რა ვუყოთ იმას, რაც დანერგეს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მონებმა. ქართველი ხალხი გადაამტერეს ერთმანეთს, რომ ქართველებს ერთმანეთი ეზიზღებათ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ასეთი რამ ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მახსოვს, რომ ზიზღი ამ დონეზე იყოს. ძალიან მინდა ვიხილო ის საქართველო, სადაც უყვართ ერთმანეთი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, მიხეილ სააკაშვილს ისეთი რამ დააბრალოს, რომ ის ქართველ ხალხს შესძულდეს.

„8 წელია ლოზუნგია, რომ „მიშა მოდის, მიშა მოდისო“. ამიტომ, უნდათ დააბრალონ ადამიანს რაღაც ისეთი, რომ ის ხალხს შეაძულონ. ამიტომაც არის, რომ საქართველოს გაყიდვისთვის პატრიოტი ადამიანი, ივერი მელაშვილი დღეს ციხეში ზის და მის კავშირს ადგენენ მიხეილ სააკაშვილთან, რომ ერთად ყიდდნენ საქართველოს. მოდით დავფიქრდეთ ყველა, ვისაც გვიყვარს მიშა ან არ გვიყვარს, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და თქვას, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანი, რომელსაც რა ფულიც არ უნდა შესთავაზო, რომ მან საქართველო გაყიდოს, რა თქმა უნდა- არა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა