კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება

„ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება“,-ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კახიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ის ძალა, ვისაც აქვს ქვეყნის განვითარების ხედვა და რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

„ჩვენმა გუნდმა გაკეთებული საქმეებითა და ყველა წინა არჩევნების შედეგებით დაამტკიცა, რომ პოლიტიკურ ველზე არის ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს წარმატებით უპასუხოს, რათა შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები, რეფორმები განვახორციელეთ“,-განაცხადა კალაძემ.

მან სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ რეფორმების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.

„ქართული სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს და იმ საძირკველზე, რასაც 2012 წლის შემდეგ, ჩვენ ყველამ ერთად საფუძველი ჩავუყარეთ, რათა ახალი ენერგიით შევუდგეთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ეკონომიკის, თითოეული ოჯახის გაძლიერებას. ძლიერი ეკონომიკა, განათლებული და სტაბილური საქართველო არის წინაპირობა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ერთიან ევროპულ ოჯახში კუთვნილი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. ამ მიზნის მისაღწევად გვინდა მომავალის ხედვა და კონკრეტული პროექტების განხორციელება, რასაც ჩვენი საარჩევნო პროგრამა ზუსტად ეხმიანება და პასუხობს. ჯერ კიდევ ბევრი მიმართულებაა გასაძლიერებელი. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია სოციალურად შეჭირვებულ მდგომარეობაში, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა და სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება, თუმცა, თუკი თვალს გადავავლებთ ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღწეულ შედეგებს, ვნახავთ, რომ ეტაპობრივად ყველა პრობლემის დაძლევა შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში, რომელიც უკვე კარს მოგვადგა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან რეალურად, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ის ძალა, ვისაც აქვს ქვეყნის განვითარების ხედვა, ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ უპასუხოს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და სწრაფად მოაგვაროს ის პრობლემები, რომელიც მოსახლეოაბს აწუხებს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ“,-განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს