ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე 400 კომპანია დარეგისტრირდა

ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე 400 ქართული ბიზნესი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წელს ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ.

„თიბისი“ მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა. კომპანიები 5 ნომინაციაში შემდეგნაირად გადანაწილდნენ: 45% - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის; 13% - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის; 11% - საუკეთესო ინოვაციებისთვის; 16% - საუკეთესო სტარტაპისთვის; 15% - ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის.

,,უკვე მეხუთე წელია, „თიბისი“ ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესის ხელშეწყობა და მხარდაჭერაა. 2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის გამოწვევებთან ადაპტაციის თვალსაზრისით. გლობალურმა პანდემიამ ბევრი კომპანია დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა, მაგრამ ბევრმა მოძებნა ახალი გზები საქმიანობის კვლავ გასაგრძელებლად. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ ბიზნესის გამოსავლენად, რომელმაც ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი აჩვენა მომხმარებელს. სიახლეა ნომინაციაში „საუკეთესო სტარტაპისთვის“ დარეგისტრირებული კომპანიებისთვის. ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes-ია, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს. ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაცია ერთ თვეს გრძელდებოდა, ნოემბერში ჟიური თითოეულ ნომინაციაში რამდენიმე ფინალისტს გამოავლენს, ხოლო დეკემბერში, გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა