„ევროპის სახალხო პარტია“ გმობს ყოველგვარ დაშინებასა და ძალადობას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) გმობს ყოველგვარ დაშინებასა და ძალადობას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება.

„"ევროპის სახალხო პარტია" (EPP) საქართველოში ხვალ დაგეგმილი არჩევნების წინ, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს მომავალი არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება. ჩვენ ვგმობთ ოპოზიციის ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალისკენ მიმართულ ყოველგვარ ძალადობას ან დაშინებას“, - ნათქვამია პარტიის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ "ევროპის სახალხო პარტია" (EPP) ძლიერ შედეგებს უსურვებს მომავალ არჩევნებში მის ქართველ პარტნიორებს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

„EPP მხარს უჭერს მათ მცდელობებს დაიცვან საქართველოს დემოკრატიული სტანდარტები, კანონის უზენაესობა და ევროპული დღის წესრიგი. დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს საქართველოსთვის, რათა რეგიონისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს“, - აღნიშნავენ "ევროპის სახალხო პარტიაში".

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს