ანი წითლიძის განცხადებით, კონკრეტული პირები „ქართული ოცნების" დავალებით ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელის დატრიალებას შეეცდებიან

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ანი წითლიძის განცხადებით, კონკრეტული პირები „ქართული ოცნების" დავალებით ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელის დატრიალებას შეეცდებიან. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ადამიანები არიან კაზინო „ვეგასის" წარმომადგენლები, რომელთა ხელმძღვანელი არის გია სალია. ის „ქართული ოცნებიდანაა". უბნებზე გაფრთხილებულები არიან „ქართული ოცნების" კომისიის წევრები, რომ ამ ადამიანებს ხელზე ექნებათ სპეციალური ბეჭედი და სამაჯური, რითაც მათ შეუძლიათ ისინი იცნონ და უბნებზე გაატარონ. ჩემი ინფორმაციით, ეს პირები უკვე შეკრებილები არიან იუსტიციის სახლის უკან, ზუგდიდში. მათ დავალებები აქვთ, რომ კონკრეტულად ე.წ კარუსელზე შევიდნენ შემდეგ უბნებზე: ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანი; 36-ე და 37-ე საარჩევნო უბნები კოლხიდა-ახალსოფელი; მე-18 უბანი დემირიას ქუჩა, ფაიფური; 21-ე უბანი მე-7 საჯარო სკოლა; მე-4 სკოლა მე-9 საარჩევნო უბანი. 87-ე უბანი მე-7 საჯარო სკოლა; 57-ე უბანი სოფელი ოდიში; 106-ე უბანი, 77-ე უბანი ჭითაწყარი; მე-6 უბანი მე-11 სკოლა. ამის პარალელურად, ჩვენ უბნებიდან ვიღებთ ინფორმაციას, რომ მასობრივად ყველა ჩვენს წარმომადგენელს შიგნით უბანზე გადაღებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა. ჩვენ გვაქვს ე.წ. კარუსელის ამომცნობი სპეციალური პროგრამა, რითაც შესაძლებელია, რომ უბანზე ორჯერ შესული პირის იდენტიფიცირება მოხდეს", - განაცხადა წითლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა