სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, ამომრჩეველთა სახის იდენტიფიცირებისა და ფოტოგადაღების საკითხის კანონიერების შესწავლა დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დილიდან აქტიურად გამოიყენება, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას იძლევა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაეცნო აპლიკაციის კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მონაცემთა დაცვისთვის მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შესწავლის შედეგად შეაფასებს აპლიკაციის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას და მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიღებულ ზომებს.

„მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს და დაწესებულებას, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რადგან ამომრჩეველთა უფლებების დაცვა დემოკრატიული არჩევნების აუცილებელი პირობაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა