მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ლაითურის საარჩევნო უბანზე ხმა იზოლაციაში მყოფმა პირებმა მისცეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გურიაში, ლაითურის საარჩევნო უბანზე იზოლაციაში მყოფმა პირებმა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს, ტყუილია.

მდინარაძის ინფორმაციით, საუბარია დავითაძეების ოჯახზე, რომლებიც იზოლაციაში ნამდვილად იმყოფებოდნენ, თუმცა თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა მათ ორი დღის წინ ამოეწურათ. მდინარაძის შეფასებით, მსგავსი დეზინფორმაცია ამომრჩევლის დაშინების მიზნით ვრცელდება.

„ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, როგორც ჩანს, ამ მიზნით ჩაერთო ლაითურის საარჩევნო უბნიდან ჟურნალისტი, რომელმაც განაცხადა, თითქოს ლაითურის საარჩევნო უბანზე მიიყვანეს იზოლაციაში მყოფი პირები, საუბარია დავითაძეების ოჯახზე, რომლებიც მართლა იმყოფებოდნენ იზოლაციაში, თუმცა 2 დღის წინ მათ გაუვიდათ იზოლაციის ვადა. მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეაშინონ ამომრჩეველი, თითქოს იზოლაციაში მყოფი პირები ფიქსირდებიან უბნებზე, გავრცელდა არასწორი, შეგნებულად ცრუ ინფორმაცია, თითქოს გურიის ლაითურის უბანზე მიიყვანეს იზოლაციაში მყოფი პირი. ეს არის ტყუილი, ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველა მედიასაშუალებას, ყველა ჟურნალისტს, ნუ ჩაებმებიან იმ სქემაში, რომელზეც ჩვენ წინა 3-4 დღის განმვალობაში დეტალური ინფორმაცია მოგაწოდეთ და სანამ ჩაიშლება „ნაცმოძრაობაში“ და მათ დამხმარეებში ეს ამბები და დავალებები, ჩვენ მოგვდის ინფორმაციები და იქნებ დაგვიჯეროთ ამდენი ფაქტობრივი მტკიცებულებების შემდეგ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა