ზაალ უდუმაშვილი - იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და დამარცხების შემდეგ, მშვიდობიანად გადააბარებს ხელისუფლებას ოპოზიციას

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება არ აღიარებს ოპოზიციის გამარჯვებას, მაშინ ხალხი აიძულებს მას ამის აღიარებას. უდუმაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება“, რომ ოპოზიციას ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს.

„აქ არ არის საუბარი ვარაუდებზე, აქ არის საუბარი კონკრეტულ რიცხვებზე, ჩვენ კი არ ვწინასწარმეტყველებთ, როგორი იქნება შედეგები, ჩვენ ვეყრდნობით იმ მონაცემებს, რომელიც მოგვდის კონკრეტული უბნებიდან. ოპოზიცია იგებს დამაჯერებლად, ეს არის ფაქტი და ახლა ჩვენ ყველა ველოდებით ეგზიტპოლების გამოცხადებას. ვიგებთ თბილისშიც, ვიგებთ სხვა დიდ ქალაქებშიც და ახლა უბრალოდ საუბარია კონკრეტულად როგორი იქნება ეს გამარჯვება, ამას უკვე შევიტყობთ უახლოეს ერთ საათში. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, შეწყვიტონ ძალადობა. ყველას მოვუწოდებ, ნუ შეასრულებთ უკანონო დაკვეთებს ხელისუფლების მხრიდან, დადექით ხალხის გვერდით.

იმედი მაქვს ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და დამარცხების შემდეგ, ის მშვიდობიანად გადააბარებს ხელისუფლებას ოპოზიციას. თუ ხელისუფლებამ არ აღიარა ოპოზიციის გამარჯვება, მაშინ ხალხი აიძულებს ხელისუფლებას რომ აღიაროს“, - განაცხდა უდუმაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო