აზერ სულეიმანოვის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" მარნეულში 30-მდე საარჩევნო უბანში იმარჯვებს

მარნეულში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გარკვეული უბნებიდან მათი დამკვირვებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ოვაციებით შეხვდნენ.

როგორც პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა აზერ სულეიმანოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა,"ნაციონალური მოძრაობა" დაახლოებით, 30-მდე უბანში იგებს.

"რამდენიმე უბნიდან პასუხი მოვიდა ჩვენი გამარჯვების შესახებ. დაახლოებით, 20-30 უბნიდან მოვიდა ჩვენი გამარჯვების შესახებ ინფორმაცია. თუმცა, დაველოდოთ ცესკოსგან ზუსტ პასუხს, ჩვენი წარმომადგენლები იქაც არიან",- განაცხადა სულეიმანოვმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს