გიგი უგულავა - ეს იყო ყველაფერი არჩევნების გარდა, ასეთ არჩევნებს ატარებდა ასლან აბაშიძე, შევარდნაძეც კი არა - იქნება საერთო ოპოზიციური აქცია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მომდევნო კვირას ოპოზიცია საერთო საპროტესტო აქციას გეგმავს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ყველაფერი არჩევნების გარდა. ოქმები პრაქტიკულად ძალადობრივად დაწერილი. ასეთ არჩევნებს ატარებდა ასლან აბაშიძე, შევარდნაძეც კი არა. ბუნებრივია, საზოგადოებრივი პროტესტი არის ძალიან მაღალი, სამოქმედო გეგმა ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას. მომდევნო კვირას გაიმართება დიდი საერთო ოპოზიციური აქცია. რაც შეეხება პარტიების პოზიციას, ისევე როგორც ამ პარტიებში მყოფი ცალკეული ინდივიდების, ვინც გავიდნენ, ნაწილი დღესვეა მზად და ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას და არ შევა ამ პარლამენტში. ნაწილმა პარტიებმა ამ საკითხზე მაქსიმუმ ერთი დღე აიღეს შიდა კონსულტაციებისთვის, მაგრამ ძირითადი უმრავლესობა იხრება იქითკენ, რომ არ შევიდეს პარლამენტში და დარჩეს ივანიშვილი საკუთარ თავთან მარტო. იყოს იმ პარლამენტში როგორც თურქმენბაში, ვნახავ სადამდე გაგრძელდება მისი მხრიდან ეს ტაკიმასხარაობა“, - განაცხადა უგულავამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს