ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არცერთი პარტიის მიერ არ არის მიღებული

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არცერთი პარტიის მიერ მიღებული არ არის. მისივე თქმით, “გირჩი“ იმ საერთო შეთანხმების ერთგული დარჩება, რასაც ოპოზიციური პარტიები მიიღებენ.

“გრძელდება კონსულტაციები, მათ შორის პარტიის შიგნით. ვეცნობით განცხადებებს, რასაც საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები აკეთებენ. საბოლოო ჯამში, ამის ფონზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

გარდა ამისა, როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოსამზადებელია, აქვს თუ არა ოპოზიციას დამატებითი ინფორმაცია სხვა, მათ შორის მძიმე საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია